გივი მიქანაძე: სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის, მშობლებთან შეხვედრები და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემის რეფორმების ძირითადი მიმართულებები და განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.
„მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე გვაქვს შესაძლებლობა, სასკოლო საზოგადოებას გავაცნოთ რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, მოვისმინოთ არსებული პოზიციები, მოსაზრებები და მაქსიმალურად ამომწურავად ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას.
მიმდინარე პროცესებში მშობელთა ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ სასკოლო ფორმებს, სახელმძღვანელოებისა და პროგრამების განახლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
1772030363
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: სიმბოლურიც კი არის ის, რომ ოკუპაციიდან 105 წლისთავზე კვლავაც ეს გამოწვევები დგას დღის წესრიგში, თუმცა მთელი ქართული საზოგადოება მზად ვართ იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ სათანადოდ
სოლიდარობას ვუცხადებ ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“. ბევრ რამეზე მეტყველებს ეს გარემოება, ტელეკომპანია „იმედი“ არის ფლაგმანი ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ამას ადასტურებს შესაბამისი სტატისტიკური მო...
1772028317
ახალი ამბებიახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და მათი მოადგილეები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და მათი მოადგილეები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ, - ინფორმაციას ახალციხ...
1772025641
ახალი ამბებიგიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ შემტევი გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა თებერვლის თვეში „ვილიარეალის“ მაისურით 4 შეხვედრაში...
1772024866
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6740 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6742 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1772024097
ახალი ამბებიშოთა ბერეკაშვილი: ვისაც ბიზნესის პრაქტიკა სწორად ესმის, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების ეფექტურობის გაზრდა, ანუ იმ ხარჯების შემცირება, რაც მისცემს საშუალებას, რომ ფასის კორექცია მოახდინოს კლებისკენ
არის პროდუქტები სადისტრიბუციო სფეროში, რომლებიც ხასიათდება მაღალი ელასტიურობით, მნიშვნელოვანი შემცირება კლებისკენ იწვევს რაოდენობის მნიშვნელოვან გაზრდას. ამიტომ ვისაც ბიზნესის პრაქტიკა სწორად ესმის მა...































