კახიშვილი: ღიმილის მომგვრელია, როდესაც ბრიტანეთი, რომელიც საკუთარი მედია საშუალებების მიერ პროპაგანდით და ფაქტების დამახინჯებითაა ცნობილი, სხვა ქვეყნის მედია საშუალებებზე საუბრობდეს

კახი კახიშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ხელისუფლების დასუსტებას და სახელმწიფოს გადატრიალებას.

კახიშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები, სანქციების დამწესებლების მიმართ და ასევე თუ საჭიროება მოითხოვს დაიბარონ ელჩი და ეს უნდა იყოს ბოლო გაფრთხილება.

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიზეზთა გამო (ოდესმე ამ მიზეზებსაც ავხსნი) თავს ვიკავებდი პოლიტიკური შეფასებებისა და ანალიზისგან, მაგრამ ვინაიდან საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, თავს ვალდებულად ვთვლი ჩემი მოსაზრება გამოვთქვა. ერთ-ერთ ინტერვიუში, კერძოდ „უცნობის კიდობანში“ სტუმრობისას განვაცხადე, რომ არ შეიძლება იმის გატარება, თუ როგორ უსაფუძვლოდ ასანქცირებენ და ხელფასის, საბანკო მომსახურების, ჯანმრთელობის უზრუნველყოფის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე ტოვებენ პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს და თანამდებობის პირებს, რითაც ფაქტობრივად მიჰყვებიან გადატრიალების ნარატივს. მაშინ განვაცხადე, რომ საჭიროა სასამართლო დავების დაწყება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, თუნდაც რის საფუძველზე უყინავენ საქართველოს მოქალაქეებს ხელფასებს, საქართველოში მოქმედი ბანკები უცხოელი რამდენიმე ვითომ პოლიტიკოსის სურვილით. სამწუხაროდ, ჩემმა ამ განცხადებამ მაშინ აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მაგრამ ისმის კითხვა, თუ დღეს ვამბობთ, რომ ტელეკომპანიების მიმართ ყველაფერი გაკეთდება რათა სანქციები არ გავრცელდეს, რატომ არ იყო ასეთი მიდგომა თავის დროზე პოლიციელების მიმართ და რატომ არ იყო შესაბამისი სამართლებრივი ზომები მიღებული დროულად, რომ ამას არ ჰქონოდა ასეთი განგრძობითი ხასიათი?! დღეს უკვე ვხედავთ, რომ კონკრეტული ადამიანებიდან გადავიდნენ კომპანიებსა და კონსორციუმებზე. თუ ამას არ მოჰყვება მყისიერი სამართლებრივი შეფასება, (ფაქტია, მხოლოდ განცხადებები ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აინტერესებთ) პროცესი კიდევ გაგრძელდება და მალე ვიხილავთ, რომ სანქციებს დაუწესებენ ბიზნესმენებს, რომელთა მიმართაც თვითონ ექნებათ განცდა, რომ თურმე „ქართულ ოცნებას“ ეხმარებიან. ხვალ-ზეგ იქნება ყულევის ნავთობტერმინალი, შემდეგ რომელიმე სხვა კომპანია, შემდეგ მანგანუმი და კომპანიები, რომლებსაც საკუთარი წარმოებით დოვლათი შემოაქვთ საქართველოს ბიუჯეტში და საბოლოოდ ბიზნესს ექნება არჩევანი და ბიზნესი არჩევანს როგორ აკეთებს ყველამ კარგად ვიცით. სადაც ძლიერია იქ მიდის ბიზნესის დიდი ნაწილი. ამასთან, საოცარია ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქცია. მესმის, შეიძლება ძალიან უხაროდეთ „პოსტივის“, „იმედის“, თუ პოლიციელების დასანქცირება, მაგრამ ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი საწარმოების დასანქცირება რომ უხარიათ და მეტიც, ამას ითხოვენ კიდევაც, ეს არის საოცარი და ალბათ საზოგადოებასაც უნდა გაუჩნდეს კითხვა: ნამდვილად უყვარს ამ ხალხს სამშობლო, თუ უბრალოდ თანამდებობების გულისთვის მიდიან ყველაფერზე? ამიტომ დროული გადაწყვეტილების მიღება არის მნიშვნელოვანი. მოვუწოდებ ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები, სანქციების დამწესებლების მიმართ, ასევე თუ საჭიროება მოითხოვს დაიბარონ ელჩი და ეს უნდა იყოს ბოლო გაფრთხილება. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ნელ-ნელა, ეტაპობრივად აბსოლუტურად ყველა თუკი ვინმე რამეს წარმოადგენს საჯარო ხელისუფლებაში, ან ბიზნესში მოჰყვება სანქციების ქვეშ, რათა ხელოვნურად მოხდეს ამ ადამიანების დისტანცირება „ქართული ოცნებიდან“. ეს არის ნელი გზა სახელმწიფოს გადატრიალების ხელშეწყობისა. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლებას ეს ძალიან კარგად ესმის. საოცარი ბრიტანული მართლმსაჯულება!. ე.ი. პრინცი, რომელსაც ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში, პედოფილიასა და კორუფციაში სასჯელის სახედ შეუფარდეს „სამეფო ცხენის“ ჩამორთმევა და სახლში გაუშვეს. აი ეს არის მთელი იუმორი ამ ყველაფერში. ასევე ღიმილის მომგვრელია, როდესაც ბრიტანეთი, რომელიც მთელ მსოფლიოში საკუთარი მედია საშუალებების მიერ პროპაგანდით და ფაქტების დამახინჯებითაა ცნობილი, რომლებიც ფაქტობრივად ასრულებენ ბრიტანეთის სპეც. სამსახურების დავალებებს, რაც ტრამპის მაგალითმაც არაერთხელ დაადასტურა, სხვა ქვეყნის მედია საშუალებებზე საუბრობდეს“, - წერს კახიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772031078

ახალი ამბები

მიქიაშვილი: მხოლოდ ვახო სანაიას შეუძლია აგინოს არხის ყველა თანამშრომელს ერთის გარდა, თუ ის ერთი მისი ოჯახის წევრია, მისთვის, ყველა თანამშრომელი პროპაგანდისტი, მოღალატე და პუტინის საქმის მკეთებელია

„ვახო სანაიას ძმისშვილი მუშაობს რუსთავი 2-ში, ხოლო ვახო სანაიას შვილების დედა გაგიკვირდებათ და მუშაობს იმედში. ჰოდა, ეს ჩვენი ვახო სანაია, ყოველდღე უშვერი სიტყვებით ლანძღავს ამ არხების თანამშრომლებს,...

ქეთევან მიქიაშვილი

1772030363

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: სიმბოლურიც კი არის ის, რომ ოკუპაციიდან 105 წლისთავზე კვლავაც ეს გამოწვევები დგას დღის წესრიგში, თუმცა მთელი ქართული საზოგადოება მზად ვართ იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ სათანადოდ

სოლიდარობას ვუცხადებ ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“. ბევრ რამეზე მეტყველებს ეს გარემოება, ტელეკომპანია „იმედი“ არის ფლაგმანი ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ამას ადასტურებს შესაბამისი სტატისტიკური მო...

თორნიკე ჭეიშვილი

1772028317

ახალი ამბები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და მათი მოადგილეები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და მათი მოადგილეები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ, - ინფორმაციას ახალციხ...

ვარლამ წიკლაური

1772025641

ახალი ამბები

გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ შემტევი გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა თებერვლის თვეში „ვილიარეალის“ მაისურით 4 შეხვედრაში...

გიორგი მიქაუტაძე

1772024866

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6740 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6742 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ვალუტის კურსი