რობერტ ფიცო - სლოვაკეთის მიმართ უკრაინის პრეზიდენტის ქმედებებს მტრულად მივიჩნევ

სლოვაკეთის რესპუბლიკის მიმართ უკრაინის პრეზიდენტის ქმედებებს მტრულად მივიჩნევ, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

მისივე თქმით, სლოვაკეთი ბუნებრივი რესურსების დეფიციტს განიცდის და ვითარების კრიტიკულობიდან გამომდინარე, სლოვაკეთის ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც კი მოუწია.

„ქმედებები მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ზიანს გვაყენებს და პრობლემებს გვიქმნის, განსაკუთრებით კომპანია „სლოვნაფტისთვის“, მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან ნავთობის ალტერნატიული მარაგების მოპოვების კუთხით. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ნავთობის გამო მთავრობის დონეზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოგვიწია და მას უკვე სახელმწიფო მატერიალური რეზერვებიდან ვიღებთ. თუ უკრაინული მხარე ყოველდღე სხვადასხვა თარიღს გვეუბნება – 23-ში მივიღეთ ინფორმაცია, რომ ნავთობი 25-ში ჩამოვიდოდა, 25-ში გვითხრეს, რომ 26-ში, უახლესი არის ის, რომ თებერვალში ნავთობი არ ჩამოვა. და თუ საერთოდ ჩამოვა, პირველი განსახილველი თარიღი დაახლოებით 3 მარტია. უკრაინის პრეზიდენტი ალბათ უბრალოდ მიიჩნევს, რომ შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს, მაგრამ ძალიან, ძალიან ცდება“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინული საფრთხეებისგან ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გაგზავნის. ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომლითაც უნგრეთსა და სლოვაკეთს რუსული ნავთობი მიეწოდება, რუსეთის თავდასხმის შედეგად არ დაზიანებულა. მისივე თქმით, უკრაინამ პოლიტიკური მოტივებით შეაჩერა რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთში, რათა უნგრეთში დაგეგმილ არჩევნებში ოპოზიციას დაუჭიროს მხარი. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ამის გამო ბუდაპეშტი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემუშავებული სანქციების მეოცე პაკეტისა და კიევისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხის ბლოკირებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772031078

ახალი ამბები

მიქიაშვილი: მხოლოდ ვახო სანაიას შეუძლია აგინოს არხის ყველა თანამშრომელს ერთის გარდა, თუ ის ერთი მისი ოჯახის წევრია, მისთვის, ყველა თანამშრომელი პროპაგანდისტი, მოღალატე და პუტინის საქმის მკეთებელია

„ვახო სანაიას ძმისშვილი მუშაობს რუსთავი 2-ში, ხოლო ვახო სანაიას შვილების დედა გაგიკვირდებათ და მუშაობს იმედში. ჰოდა, ეს ჩვენი ვახო სანაია, ყოველდღე უშვერი სიტყვებით ლანძღავს ამ არხების თანამშრომლებს,...

ქეთევან მიქიაშვილი

1772030363

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: სიმბოლურიც კი არის ის, რომ ოკუპაციიდან 105 წლისთავზე კვლავაც ეს გამოწვევები დგას დღის წესრიგში, თუმცა მთელი ქართული საზოგადოება მზად ვართ იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ სათანადოდ

სოლიდარობას ვუცხადებ ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“. ბევრ რამეზე მეტყველებს ეს გარემოება, ტელეკომპანია „იმედი“ არის ფლაგმანი ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ამას ადასტურებს შესაბამისი სტატისტიკური მო...

თორნიკე ჭეიშვილი

1772028317

ახალი ამბები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და მათი მოადგილეები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და მათი მოადგილეები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ, - ინფორმაციას ახალციხ...

ვარლამ წიკლაური

1772025641

ახალი ამბები

გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ შემტევი გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა თებერვლის თვეში „ვილიარეალის“ მაისურით 4 შეხვედრაში...

გიორგი მიქაუტაძე

1772024866

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6740 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6742 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ვალუტის კურსი