შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ სკანდალი სკანდალზეა ევროპარლამენტში, პირდაპირ დასტურდება, რომ ფულს იღებენ სხვადასხვა თემის ლობირებისთვის, ერთადერთი, რაც გვამშვიდებს არის ის, რომ მათ სიტყვას არავისთვის ფასი არ აქვს

„არ ვიცი ეს ბალტიელები რატომ არიან გადაკიდებული ქართველ ხალხზე. არა თუ სარჩელები, ამ ხალხს ჭკუა არ მოეკითხება, ერთადერთი, რაც ჩვენ გვამშვიდებს - თანამდებობა არ აქვთ საიმისოდ, რომ რაკეტები დაგვიშინონ, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.

პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელების შესვლის შესახებ მოწოდებებს.

„გამოსვლებს რომ დააკვირდეთ, ისეთი ხალხი ტრიალებს, ოდიოზური ხალხი - რასა იუკნევიჩიანე, რომელიც ევროპარლამენტშია და აქეთ კროსი, ზინგერისი. არ ვიცი ეს ბალტიელები რატომ არიან გადაკიდებული ქართველ ხალხზე. არა თუ სარჩელები, ამ ხალხს ჭკუა არ მოეკითხებათ, ერთადერთი, რაც ჩვენ გვამშვიდებს - თანამდებობა არ აქვთ საიმისოდ, რომ რაკეტები დაგვიშინონ, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყველანაირად დააზიანონ საქართველო, ქართველი ხალხი, არ იშურებენ არანაირ შესაძლებლობას, რომ ქართველი ხალხის დაზიანებაზე ისაუბრონ. ასე რომ, მათ მოწოდებებში არაფერი გასაკვირი არ არის.

ერთადერთი ჩვენ რაც გვამშვიდებს არის ის, რომ ყველა და მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ევროპარლამენტს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ PACE-ს. არ მინდა რამე გამონათქვამი გამოვიყენო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თავისუფალი ზონა აქვთ და ამ თავისუფლებაში დგანან და საკუთარ ეგოებს იფხანენ, არა მხოლოდ ქართველი, სხვადასხვა ხალხის ხარჯზე. დიდი ეგოს მქონე და პატარა შესაძლებლობების მქონე ინდივიდები, რომლებიც შეიკრიბნენ ასეთ ასამბლეაში და იყენებენ როგორც პლატფორმას იმისთვის, რომ მოიფხანონ საკუთარი ეგო, თავს დაესხნენ ქვეყნებს, ამაში აიღონ ფული და ჩვენ ვხედავთ, რომ სკანდალი სკანდალზეა ევროპარლამენტში და ხან სად, სადაც პირდაპირ დასტურდება, რომ ფულს იღებენ სხვადასხვა თემების ლობირებისთვის. ერთადერთი, რაც ჩვენ გვამშვიდებს არის ის, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს არავისთვის. ჩვენთვის რომ არ აქვს ფასი, ეს უკვე დიდი ხანია ვნახეთ, ფასი არ აქვს მათი ქვეყნებისთვის, ფასი არ აქვს ევროკომისიისთვის და აღმასრულებელი სტრუქტურებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782325106

მსოფლიო

„რადიო თავისუფლება“: ლიეტუვამ დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩენს, რომელიც 20 წელი ცხოვრობდა ქვეყანაში

ლიეტუვის ხელისუფლებამ რუსეთში დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩნური წარმოშობის პირს მას შემდეგ, რაც მას ლტოლვილის სტატუსის განახლებაზე უარი ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში...

 ლიეტუვა

1782323113

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

2026 წლის 24 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან...

მაკა ბოჭორიშვილი

1782322638

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

2026 წლის 24 ივნისს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანა...

მაკა ბოჭორიშვილი

1782320754

მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის მასშტაბურ იმპორტს აპირებს

რუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის მასშტაბურ იმპორტს გეგმავს, რათა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შეავსოს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. რუსული მედია ეყრდნობა რუსეთის სახელმწიფო დუმის ბიუჯეტისა...

რუსეთის ხელისუფლება

1782316648

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პოლიციის პოლკოვნიკი მაიზ...

სულხან თამაზაშვილ