ლევან მაჭავარიანი რეზოლუციებზე: ამ ქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს, ისინი ვერ შეეგუვნენ იმას, რომ უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე, მათ სურთ მართული ხელისუფლება, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს
„ამ ქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს, ისინი ვერ შეეგუვნენ იმას, რომ უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების შეფასებისას.
მაჭავარიანის თქმითვე, მათ სურთ მართული ხელისუფლება, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.
„ამ ქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს, ისინი ვერ შეეგუვნენ იმას, რომ უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე. მათ სურთ მართული ხელისუფლება, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. „კოლექტიური ნაცები“, მაგიტომ შევარქვით ეს ტერმინი. „ლელოს“ დაირქმევ, გახარიას პარტიას დაირქმევ, „ახალი“ იქნები მთლიანად ძველი „ნაცებით“ დაკომპლექტებული თუ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“, აბსოლუტურად ყველა ეს პარტია იმართება ზუსტად ერთი ვერტიკალით. აბსოლუტურად ყველა ეს პარტია აქ დავალებების მისაღებად, რომელიც მოდის ბრიუსელიდან, დადიან სხვადასხვა ელჩთან, რომ მიიღონ დავალებები და დაიწყონ მათი აღსრულება. ამას ჩვენი საზოგადოება ხომ აკვირდება“, - აღნიშნა მან.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ოთხმა კი თავი შეიკავა.
1782325106
მსოფლიო„რადიო თავისუფლება“: ლიეტუვამ დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩენს, რომელიც 20 წელი ცხოვრობდა ქვეყანაში
ლიეტუვის ხელისუფლებამ რუსეთში დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩნური წარმოშობის პირს მას შემდეგ, რაც მას ლტოლვილის სტატუსის განახლებაზე უარი ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში...
1782323113
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
2026 წლის 24 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან...
1782322638
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
2026 წლის 24 ივნისს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანა...
1782320754
მსოფლიორუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის მასშტაბურ იმპორტს აპირებს
რუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის მასშტაბურ იმპორტს გეგმავს, რათა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შეავსოს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. რუსული მედია ეყრდნობა რუსეთის სახელმწიფო დუმის ბიუჯეტისა...
1782316648
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პოლიციის პოლკოვნიკი მაიზ...































