შალვა პაპუაშვილი: ყველამ კარგად გაიგოს, მოყვარემაც და მტერმაც, არცერთ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ვინმეს კეთილგანწყობის მოპოვება არ უღირს ჩვენს ერს ტერიტორიული მთლიანობის და კეთილდღეობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდა.
როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა, არ არსებობს ამაზე უპირატესი ამოცანა და ყველა სხვა მიზანი ექვემდებარება ამას
„გვაქვს ორი მთავარი ეროვნული ამოცანა – ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდა. როცა ეს ორი მიზანია, ძალიან ადვილია, აწონო ნებისმიერი ნაბიჯი. გეტყვიან, რომ შენ უნდა შეხვიდე ესკალაციაში რუსეთთან? უნდა აწონო, ჩვენი ერის კეთილდღეობას წაადგება, თუ – არა, თუ ჩვენ ჩავკეტავთ საზღვრებს და ეკონომიკურ გაცვლას რუსეთთან. არ წაადგება ხალხის კეთილდღეობის ზრდას. სხვათა შორის, ამას რომ ვამბობდით ოთხ-ნახევარი წლის წინ, როცა ომი დაიწყო, ყველა ისტერიულად მოგვიწოდებდა, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ესკალაციაში შევსულიყავით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველამ აღიარა, რომ ეს იქნებოდა ეკონომიკური კატასტროფა საქართველოსთვის.
მეორე – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. როდესაც იცი, რომ ეს არის პრიორიტეტი, ძალიან ადვილია, შემდეგ ამის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილებები. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა და ყველამ კარგად გაიგოს, ჩვენმა მოყვარემაც და მტერმაც, ეს არის ჩვენი ორი უმთავრესი ამოცანა და ყველა სხვა ამოცანა და მიზანი ექვემდებარება ამას. არ არსებობს ამაზე უპირატესი ამოცანა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და კეთილდღეობის ზრდაა, არცერთ ორგანიზაციაში გაწევრიანება, არცერთი სხვა ვინმეს კეთილგანწყობის მოპოვება არ უღირს ჩვენს ერს ტერიტორიული მთლიანობის და კეთილდღეობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1789493595
ახალი ამბებიერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს
„ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ სამუშაოს აკეთებთ, იმიტომ რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავ...
1789491982
ახალი ამბებიპრემიერი: პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს
„დღევანდელი დღე, თამამად შეიძლება ითქვას, არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Trump Tower Tbilisi-ის...
1789491637
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: Trump Tower Tbilisi საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ქმნის
„Trump Tower Tbilisi, რომელიც ფართომასშტაბიანი პროექტის - Downtown Tbilisi-ის მთავარ და გამორჩეულ ელემენტს წარმოადგენს, საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგა...
1789490977
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: გუშინ განცხადება გავაკეთე, რომ გახარიას ე.წ. პარტია საკონსტიტუციო სარჩელს დაემატება და ამის შემდეგ, საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ იფიქრებს, რომ უმრავლესობის რომელიმე დეპუტატი მათ კანონპროექტს მხარს დაუჭერს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული ცვლილებებისთვის ხმა არ მიუცია და სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ტექნიკ...
1789488129
ახალი ამბები„ფორმულას“ ჟურნალისტი: ამ კომპანიაში თანამშრომელი და მისი საჭიროებები არასდროს არის პრიორიტეტი, თანამშრომელს ვალდებულად თვლიან, ემსახუროს კომპანიას მაშინაც კი, როცა ამისთვის ანაზღაურებას არ იღებს - აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში
„ფორმულას“ ჟურნალისტი ელენე ბენიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კომპანიაში არსებულ ფინანსურ კრიზისსა და თანამშრომლების უფლებების შელახვაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ტელეკომპანიას მის...































