მამუკა მდინარაძე: ჩვენი სამართალდამცავი სისტემის, საქართველოს ხელისუფლების მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულ მაქსიმუმზეა როგორც უსაფრთხოებისა და სხვადასხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით, ასევე რეალურ დროში პრევენციული ღონისძიებების გატარების ხარისხით, თუმცა, აქვე მინდა მკაფიოდ და ყველას გასაგონად განვაცხადო - ჩვენი მიზანი არ არის ბევრი დაკავებული, ბრალდებული თუ დაჯარიმებული პირი, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ქართული სამართალდამცავი სისტემის, საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც არ სჯერდება მხოლოდ იმას, რომ დღეს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ უწყებების თითოეულ თანამშრომელს, რომლებზეც დღეს მაქვს საუბარი და რომლებიც თავდაუზოგავად, მაღალი პროფესიონალიზმით და ხშირ შემთხვევაში, სიცოცხლის რისკის ფასად, ემსახურებიან საკუთარ საქმეს. ნამდვილად საამაყოა მათ მხარდამხარ სამშობლოს მსახურება.
ერთი სიტყვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულ მაქსიმუმზეა როგორც უსაფრთხოებისა და სხვადასხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით, ასევე რეალურ დროში პრევენციული ღონისძიებების გატარების ხარისხით, თუმცა, აქვე მინდა მკაფიოდ და ყველას გასაგონად განვაცხადო - ჩვენი მიზანი არ არის ბევრი დაკავებული, ბრალდებული თუ დაჯარიმებული პირი.
ჩვენი, ქართული სამართალდამცავი სისტემის, საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც არ სჯერდება მხოლოდ იმას, რომ დღეს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში.
ჩვენ ვზრუნავთ მაქსიმალურ პოზიტიურ შედეგებზე ყველა მიმართულებით, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ, განსაკუთრებით ქვეყნის დამოუკიდებლობის და საზოგადოებრივი მხარდაჭერის პირობებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1782902255
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე, დაახლოებით, 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული დაკავშირებადობის და ამ კუთხით სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორების...
1782902148
ახალი ამბებიშსს: 2026 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე
შსს-მ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილ სავარაუდო სამართალდარღვევათა სტატისტიკის შესახებ სააგენტო „ნიუსჰაბს“ ინფორმაცია მიაწოდა. „2026 წლის 1-...
1782901378
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: პროკურატურას და შს სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით
პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ს...
1782900963
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები აკანონებდნენ შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს...
1782900638
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მხარეებმა დადებითად შეაფა...































