მამუკა მდინარაძე: მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში, არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისთვის
ჩვენ მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში. არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად, იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, არსებობს აგენტურა, რომელიც უკვე იყო ხელისუფლებაში და ასრულებდა დავალებებს და ამ დავალებების სავალალო შედეგები ჰქონდა.
„ამ დავალებების სავალალო შედეგები ბევრმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ და ბევრმა ოჯახის წევრზე, მეზობელზე, ნათესავზე და საკუთარ ქვეყანაზე გამოცადა. შედეგი მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, იქნება ისევ აგენტურის მიერ ქვეყნის მართვა დავალებების შესაბამისად.
ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ და ამ არდაშვების აუცილებელი პირობაა, გავათვითცნობიეროთ, რომ ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს აგენტურა, რომელიც იღებს დავალებას, აგენტურა, რომელიც შემდეგ აფინანსებს მისი გავლით მედიასაშუალებებს. აგენტურა, რომელსაც ჩაეხსნა დაფინანსების წყაროები ფარას კანონის მიხედვით და ახლა კიდევ უფრო დასუსტებულია.
ჩვენ კარგად გავთვალეთ ეს სვლები და სწორედ ამიტომ იყო „რუსული კანონის“ ორწლიანი ფეიკკამპანია, საუკუნის თაღლითობად წოდებული. მათ ხომ ჩვენზე არანაკლებ კარგად იცოდნენ, რომ აგენტურის მთავარი დაფინანსების არხი იჭრებოდა გამჭვირვალობის კანონით. ამიტომ იყო ასეთი ისტერია, თორემ დღეს კანონი მუშაობს, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და უბრალოდ ვხედავთ დასუსტებულ ოპოზიციას, მეტი არავის არაფერი შეტყობია. ეს არის ამ კანონის მუშაობის შედეგი.
ოპოზიცია წარმოადგენს რეალურად დასუსტებულ აგენტურას - ამის გათვითცნობიერებას თუ შევეცდებით, თუ მივხვდებით, რომ ჩვენ არ გვაქვს ოპოზიციასთან საქმე, უბრალოდ ჩვენ მას ხანდახან ვუწოდებთ ოპოზიციას და რეალურად აგენტურასთან გვაქვს საქმე, მაშინ კიდევ უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ და დასკვნებს გამოვიტანთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1782902530
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ჩვენი სამართალდამცავი სისტემის, საქართველოს ხელისუფლების მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულ მაქსიმუმზეა როგორც უსაფრთხოებისა და სხვადასხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით, ასევე რეალურ დროში პრევენციული ღონისძიებების გატარების ხარისხით, თ...
1782902255
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე, დაახლოებით, 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული დაკავშირებადობის და ამ კუთხით სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორების...
1782902148
ახალი ამბებიშსს: 2026 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე
შსს-მ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილ სავარაუდო სამართალდარღვევათა სტატისტიკის შესახებ სააგენტო „ნიუსჰაბს“ ინფორმაცია მიაწოდა. „2026 წლის 1-...
1782901378
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: პროკურატურას და შს სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით
პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ს...
1782900963
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები აკანონებდნენ შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს...































