მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე, დაახლოებით, 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული დაკავშირებადობის და ამ კუთხით სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილმა ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე სტრატეგიული სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე დაახლოებით 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში.
„ეს გულისხმობს ავტომაგისტრალებისა და გზების მოდერნიზაციასა და მშენებლობას, ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ყველაზე სტრატეგიული პროექტის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, რაც დაახლოებით 45 ახალი ლოკომოტივისა და 1500-მდე ვაგონის დამატებას გულისხმობს. ჩვენ ასევე ვაშენებთ ახალ საერთაშორისო აეროპორტს დედაქალაქში, რომლის გამტარუნარიანობაც 20 მილიონი მგზავრი იქნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტების განვითარება უზრუნველყოფს ტვირთბრუნვის ზრდას, განსაკუთრებით შუა დერეფანში.
„ვაგრძელებთ მასშტაბურ ინვესტიციებს იმისათვის, რომ არა მარტო მეტი ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა გვქონდეს, არამედ გარდავქმნათ და შევცვალოთ ჩვენი პოზიციონირება: ვიყოთ არამხოლოდ სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბი, არამედ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ტვირთების აკუმულირება, პროდუქციის წარმოება და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის საიმედო მოკავშირედ დარჩენა, როდესაც საქმე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებას ეხება. ზოგადად, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში არსებული დინამიკა უაღრესად იმედისმომცემია. ვხედავთ, რომ ჩვენს პარტნიორობასა და კავშირებს, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მოაქვს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სტატისტიკური მაჩვენებელი უშუალოდ ტვირთბრუნვის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შუა დერეფნის მარშრუტის ფარგლებში თანამშრომლობაზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა როგორც საკონტეინერო, ისე ნაყარი ტვირთების გადაზიდვის საკითხს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ კუთხით საქართველოს მზადყოფნა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად.
„მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უზბეკეთი იზრდება, ასევე ყაზახეთი, აზერბაიჯანი იზრდება, და ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ვიზრდებით. სწორედ ამიტომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, დღესვე დავიწყოთ ინვესტირება ჩვენს ძირითად ინფრასტრუქტურაში, რათა ბიზნესის წარმომადგენლებმა, მეტი ტვირთის გადაზიდვა შეძლოთ, მეტი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნა და მეტი სიმძლავრეები გქონდეთ როგორც არსებული საოპერაციო ძალების, ისე ახალი ინფრასტრუქტურის ფარგლებში. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი და, ზოგადად, შუა დერეფანი გახდეს არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი, არამედ მთავარი და ყველაზე საიმედო მარშრუტი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1782902530
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ჩვენი სამართალდამცავი სისტემის, საქართველოს ხელისუფლების მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულ მაქსიმუმზეა როგორც უსაფრთხოებისა და სხვადასხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით, ასევე რეალურ დროში პრევენციული ღონისძიებების გატარების ხარისხით, თ...
1782902148
ახალი ამბებიშსს: 2026 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე
შსს-მ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილ სავარაუდო სამართალდარღვევათა სტატისტიკის შესახებ სააგენტო „ნიუსჰაბს“ ინფორმაცია მიაწოდა. „2026 წლის 1-...
1782901378
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: პროკურატურას და შს სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით
პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ს...
1782900963
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები აკანონებდნენ შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს...
1782900638
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მხარეებმა დადებითად შეაფა...































