მამუკა მდინარაძე: აგენტურული დავალებების შესრულებაში ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო მიხეილ სააკაშვილი, ის დღეს ეპრანჭება თავის პატრონებს და ცდილობს, მათ დაუმტკიცოს, რომ ისევ გააჩნია იმდენი გავლენა, რომ მასზე გააკეთონ არჩევანი
„ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მათი მმართველობის დროს, იყო სანიმუშო შემსრულებელი დავალებებისა. ამ ქვეყანაში აგენტურული ჯგუფებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო მიხეილ სააკაშვილი აგენტურული დავალებების შესრულებაში და ამიტომ მას თავისი როლი რჩება და განსაკუთრებული როლია ეს არამხოლოდ მის პარტიაში, არამედ ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე, სინამდვილეში აგენტურულ ჯგუფებში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის დღეს ეპრანჭება თავის პატრონებს.
„ცდილობს, მათ დაუმტკიცოს, რომ ისევ გააჩნია იმდენი გავლენა, რომ მასზე გააკეთონ არჩევანი. მისი ეს გამოხტომები მხოლოდ ამას ემსახურება. იქ ჩვენ არ უნდა დავიჯეროთ რაღაც სიგიჟეები, რასაც ისინი ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ შიდა გადანაწილებაა ოპოზიციურ ველზე, ეს ყველაფერი მოჩვენებითია, მსგავსი არაფერი ხდება.
რა თქმა უნდა, პიროვნული მომენტები იქნება და საკუთარი ეგო განსაკუთრებული ამბიციის მქონე აგენტებს სძალავთ ხოლმე, ამისი გამოხატულებაცაა ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ძალების მოსინჯვასთან, პატრონებთან გაპრანჭვასთან და აგენტურული ძალაუფლების გადანაწილებასთან, ეს უნდა გავათვითცნობიეროთ“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
1782902530
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ჩვენი სამართალდამცავი სისტემის, საქართველოს ხელისუფლების მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულ მაქსიმუმზეა როგორც უსაფრთხოებისა და სხვადასხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით, ასევე რეალურ დროში პრევენციული ღონისძიებების გატარების ხარისხით, თ...
1782902255
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე, დაახლოებით, 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული დაკავშირებადობის და ამ კუთხით სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორების...
1782902148
ახალი ამბებიშსს: 2026 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე
შსს-მ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილ სავარაუდო სამართალდარღვევათა სტატისტიკის შესახებ სააგენტო „ნიუსჰაბს“ ინფორმაცია მიაწოდა. „2026 წლის 1-...
1782901378
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: პროკურატურას და შს სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით
პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ს...
1782900963
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები აკანონებდნენ შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს...































