მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები თითქმის ყოველთვიურად იზრდება, მათ შორის ტრანსპორტის, ტურიზმისა და მრავალ სხვა სფეროში

„საქართველოს უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები წლებია, სწრაფად ვითარდება, რასაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და რის გარშემოც, პოლიტიკური თვალსაზრისით, ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება, კიდევ უფრო განვამტკიცოთ კავშირები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია ისიც, რომ ხვალ ველოდებით უზბეკეთის პრეზიდენტის, მისი აღმატებულების ოფიციალურ ვიზიტს. ამ ტიპის ინიციატივებს, რომლებიც აერთიანებს როგორც G2G, ისე B2B ურთიერთობებს და ეხმარება ბიზნესსექტორს მჭიდრო კავშირების დამყარებაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოველ კვარტალში უფრო ხელშესახები შედეგები გვქონდეს ჩვენი ეკონომიკების ზრდის კუთხით.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, უზრუნველყოს ეკონომიკის არა მხოლოდ მდგრადი, არამედ დივერსიფიცირებული ზრდა. როდესაც დივერსიფიკაციაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის გამოვყოფთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები თითქმის ყოველთვიურად იზრდება, მათ შორის ტრანსპორტის, ტურიზმის და მრავალ სხვა სფეროში.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება განვითარების ერთწლიან გეგმას.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ერთობლივად მოვაწერთ ხელს განვითარების ერთწლიან გეგმას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნების დაკავშირებადობას. ამ გეგმის უდიდესი ნაწილი ეთმობა იმას, თუ როგორ გავზარდოთ ვაჭრობა, როგორ გავაძლიეროთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორი, როგორ განვავითაროთ მასპინძლობის სფერო და როგორ წავახალისოთ სხვა სახის ინვესტიციები შესაბამის დარგებში.

მჯერა, რომ დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თქვენს შორის მეტი კონტაქტის დასამყარებლად. ეკონომიკა მაშინ იზრდება, როდესაც ძლიერი კერძო სექტორი გვყავს და, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი როლი სწორედ ბიზნესებს შორის ურთიერთობების მხარდაჭერაა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

თბილისში მიმდინარე საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმში 60-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს უზბეკეთიდან - მშენებლობის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და ფარმაციის, ტექსტილისა და სხვა საკვანძო სექტორების მიმართულებით. ფორუმზე საქართველოდან 250-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782902530

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ჩვენი სამართალდამცავი სისტემის, საქართველოს ხელისუფლების მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულ მაქსიმუმზეა როგორც უსაფრთხოებისა და სხვადასხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით, ასევე რეალურ დროში პრევენციული ღონისძიებების გატარების ხარისხით, თ...

მამუკა მდინარაძე

1782902255

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე, დაახლოებით, 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული დაკავშირებადობის და ამ კუთხით სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორების...

მარიამ ქვრივიშვილი

1782902148

ახალი ამბები

შსს: 2026 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე

შსს-მ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილ სავარაუდო სამართალდარღვევათა სტატისტიკის შესახებ სააგენტო „ნიუსჰაბს“ ინფორმაცია მიაწოდა. „2026 წლის 1-...

შსს

1782901378

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: პროკურატურას და შს სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით

პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ს...

მამუკა მდინარაძე

1782900963

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები აკანონებდნენ შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს...

მამუკა მდინარაძე