დავით მათიკაშვილი: ვერანაირი თანამდებობა, ვერ იქნება ვერავისთვის ინდულგენცია და თუკი ვინმეს ხელი წაუცდა კორუფციისკენ, სახელმწიფო იქნება მკაცრი და კანონის ფარგლებში ყველას პასუხს მოსთხოვს

„ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ კონკრეტულ პირებთან საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო ძალოვანი სტრუქტურების მიერ და დღეს გვაცნობეს, რომ ერთ-ერთი ასეთი საგამოძიებო მოქმედების ჭრილში კონკრეტული თანხა ამოიღეს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ვერანაირი თანამდებობა, ვერ იქნება ვერავისთვის ინდულგენცია.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ყოფილი თანაგუნდელების მიმართ მსგავსი ტიპის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება ხდება. სათქმელი არის ერთი - არანაირი თანამდებობა, არანაირი სტატუსი მოქმედ თუ წარსულში არსებულ პოლიტიკურ მდგენელში ვერ იქნება ვერავისთვის ინდულგენცია და თუკი ვინმეს ხელი წაუცდა კორუფციისკენ, ბუნებრივია, სახელმწიფო იქნება მკაცრი და კანონის ფარგლებში ყველას პასუხს მოსთხოვს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფოს კორუფციასთან ბრძოლის ამბიციური გეგმა აქვს.
„ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ მოქმედებს გამჭვირვალე და დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული სისხლის სამართლის კანონმდებლობა. ყველა საქმე, რომელიც წარმოებს სისხლის სამართლის ჭრილში, ბუნებრივია, რომ ის მაღალი მტკიცებულებით დატვირთვით არის გაჯერებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ბრალდებას სჭირდება შესაბამისი მყარი მტკიცებულება“, - დასძინა მათიკაშვილმა.
1761140498
ახალი ამბებიბოლო 24 საათის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის 12 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი: ც.ჟ., კ.მ...
1761140432
ახალი ამბებიპროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა, - განაცხადა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე. „რო...
1761139477
საზოგადოებაპრემიერი: საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების, სერვისების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების დროულ და ეფექტურ გადაადგილებას
საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, დიდი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. ის საიმედო სატრანზიტო მარშ...
1761138567
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7105 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7110 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1761138467
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის” დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩა...