მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, თავდაცვის ძალების რვა წარმომადგენელს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სამხედრო მოსამსახურეებისათვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ცხოვრების უმთავრესი მოწოდებაა, ამგვარი არჩევანის გაკეთება მხოლოდ მათ ძალუძთ, ვისთვისაც სამშობლოს ერთგულება და საერთო მომავლისათვის თავგანწირვა ცხოვრების ამოსავალი პრინციპია.
„მივესალმები ჩვენს გმირ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა საკუთარი ცხოვრების უმთავრეს მოწოდებად აქციეს. ამგვარი არჩევანის გაკეთება მხოლოდ მათ ძალუძთ, ვისთვისაც სამშობლოს ერთგულება და საერთო მომავლისთვის თავგანწირვა ცხოვრების ამოსავალი პრინციპია. სწორედ ამიტომ, თითოეული მოქალაქე თქვენდამი უდიდესი პატივისცემითა და მადლიერებით არის განმსჭვალული. ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი, თუმცა ღირსეული და ამაყი ერი, რომლის წარსულიც თავისუფლებისთვის ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი მატიანეა. ჩვენი წინაპრები მედგრად იცავდნენ მამულს, ენასა და სარწმუნოებას. ამ შეუპოვარმა უწყვეტმა ბრძოლამ, დაუცხრომელმა სულისკვეთებამ და თავდადებამ ჩამოაყალიბა ჩვენი ეროვნული ხასიათი და მოგვცა ძალა, არაერთ ისტორიულ განსაცდელს ღირსეულად დავხვედროდით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საქართველოს გაძლიერებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„თანამედროვე გამოწვევებითა და საფრთხეებით აღსავსე მსოფლიოში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება და არსებულ რეალობასთან ადაპტირება ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და სტაბილურობის მთავარი გარანტია. თქვენი მუდმივი სიფხიზლე, სამშობლოს სადარაჯოზე მტკიცედ დგომა, დისციპლინა და მაღალი პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ფასდაუდებელია თქვენი წვლილი ძლიერი სახელმწიფოს შენების პროცესში. მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ იმ განსაკუთრებული დამსახურებისთვის, რომელიც საქართველოს გაძლიერებაში მიგიძღვით. ჩვენი ვალია, თქვენი გმირული სულისკვეთების ამბავი მომავალ თაობებს შემოვუნახოთ. შვილების აღზრდა სამშობლოს სიყვარულითა და ეროვნული ტრადიციების პატივისცემით, არის საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის უმთავრესი პირობა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი.
საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში - თავდაცვის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: გენერალ-მაიორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ზაზა ჩხაიძე; ბრიგადის გენერალი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი კახა ტაბატაძე; ბრიგადის გენერალი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსი რომან ჯოხაძე.
საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და მისი ღირსეული სამსახურისათვის ღირსების მედლები გადაეცათ: გენერალ-მაიორს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს ირაკლი ჭიჭინაძეს; გენერალ-მაიორს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროს შალვა შენგელიას; პოლკოვნიკს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალს სერგო ნინუას, მთავარ სერჟანტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სერჟანტს შალვა მთვარელიშვილს.
1779458158
ახალი ამბებიმოქალაქეებს ეგზავნება შეტყობინებები, თითქოს ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის - აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციისგან არ არის - შსს
საპატრულო პოლიცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის სახელით მოქალაქეების ნაწილს შეტყობინებები ეგზავნება, რომ თითქოს ისინი საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის დ...
1779455744
ახალი ამბებიმასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფ...
1779455494
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6744 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6750 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1779454571
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: პეტერ ფიშერი თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში
„პეტერ ფიშერი „დიფ სთეითს“ სააბაზანოში ან საძინებელ ოთახში თუ ვერ დაინახავს, არ ნიშნავს, რომ ეს ძალა მსოფლიოში არ არსებობს და პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური თუ იდეოლოგიური გადაწყვეტილებების ჩა...
1779452815
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით - მოვუწოდოთ „ტიკტოკის“ მომხმარებლებს, არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან
„რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით - მოვუწოდოთ „ტიკტოკის“ მომხმარებლებს, არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან,...































