ირაკლი კობახიძე: მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა.

მთავრობის მეთაურმა სამხედროებს პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმისა და საქართველოსადმი ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში.

„საქართველოს თავდაცვის ძალები ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საიმედო საყრდენია. დღევანდელი დღე ქართული სახელმწიფოს მიერ სამშობლოს წინაშე თქვენი უდიდესი ღვაწლის მორიგი აღიარებაა. მშვიდობა ჩვენი მთავრობისა და ხალხის უმთავრესი პრიორიტეტია. ეს არის ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უმთავრესი საფუძველი. მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი კი ძლიერი, თანამედროვე და მაღალი სტანდარტების ჯარია. ეს ძლიერება სწორედ თქვენს სამხედრო ღირსებასა და საქმისადმი უანგარო ერთგულებას ეფუძნება. დღეს ჩვენ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ თქვენ მიმართ. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ დამსახურებულ სახელმწიფო ჯილდოს - სამშობლოსთვის გაწეული ყოველდღიური შრომისა და თავდადების სამართლიან აღიარებას. საქართველოს მთავრობის სახელით, მომავალშიც სრულ მხარდაჭერას გპირდებით. ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ხოლო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერსა, თუ სერჟანტს ცხოვრებისა და საქმიანობის საუკეთესო პირობები და სათანადო დაფასება ჰქონდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი გადასცა. საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში - თავდაცვის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დაჯილდოვდა თავდაცვის ძალების 7 წარმომადგენელი.

დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779458158

ახალი ამბები

მოქალაქეებს ეგზავნება შეტყობინებები, თითქოს ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის - აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციისგან არ არის - შსს

საპატრულო პოლიცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის სახელით მოქალაქეების ნაწილს შეტყობინებები ეგზავნება, რომ თითქოს ისინი საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის დ...

შსს: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

1779455744

ახალი ამბები

მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფ...

მასწავლებლის გამოცდები

1779455494

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6744 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6750 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ფული ლარი

1779454571

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: პეტერ ფიშერი თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში

„პეტერ ფიშერი „დიფ სთეითს“ სააბაზანოში ან საძინებელ ოთახში თუ ვერ დაინახავს, არ ნიშნავს, რომ ეს ძალა მსოფლიოში არ არსებობს და პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური თუ იდეოლოგიური გადაწყვეტილებების ჩა...

ირაკლი ქადაგიშვილი

1779452815

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით - მოვუწოდოთ „ტიკტოკის“ მომხმარებლებს, არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან

„რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით - მოვუწოდოთ „ტიკტოკის“ მომხმარებლებს, არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან,...

 ცოტნე ივანიშვილი