დავით ქართველიშვილი: უახლოეს თვეებში საქართველომ შესაძლოა, მიიღოს არა მხოლოდ აშშ-თან სრულფასოვანი სტრატეგიული დიალოგის აღდგენა, არამედ თვისებრივად ახალი როლიც სამხრეთ კავკასიისა და მთლიანად აღმოსავლეთ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის სონატა კოლტერის თბილისში ვიზიტსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას.
ქართველიშვილის თქმით, სონატა კოლტერისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის პოლიტიკური ურთიერთობები აღდგება.
„ნაცსექტანტების გულების გასახარად ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების „გადატვირთვაზე“ საუბარი მხოლოდ ფრთხილ დიპლომატიურ რიტორიკად აღიქმებოდა. თუმცა ბოლო 24 საათის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესი უკვე დე ფაქტო დაწყებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის სონატა კოლტერის შეხვედრა უკვე აღარ არის ტექნიკური კონტაქტი, ან პროტოკოლური „ფორმალური საუბარი“. ეს არის უკვე ნაცსექტანტების გულების გასახეთქად პირდაპირი პოლიტიკური არხის აღდგენის მკაფიო სიგნალი თბილისსა და ვაშინგტონს შორის იმ ხანგრძლივი ცივი პერიოდის შემდეგ, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას თავად სონატა კოლტერის ფიგურა ატარებს. ის შემთხვევითი მასშტაბის დიპლომატი არ არის. მის უკან დგას მრავალწლიანი საქმიანობა პოსტსაბჭოთა სივრცისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, მათ შორის ხანგრძლივი დიპლომატიური სამსახური მოსკოვში. იგი თავისუფლად ფლობს რუსულ და ფრანგულ ენებს, შესანიშნავად ერკვევა რეგიონულ წინააღმდეგობებში, ენერგეტიკულ მარშრუტებში, შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვაშინგტონი ქართულ მიმართულებაზე უკვე აღარ აგზავნის იდეოლოგიურ კურატორებს პოლიტიკური ზეწოლის ეპოქიდან, აქ უკვე მოქმედებენ პროფესიონალი პრაგმატიკოსები, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით რეალური და არა „ურსულასებრი“ გეოგრაფიის, ტრანზიტისა და რეგიონული სტაბილურობის ფასი. და ეს ყოველივე კი ნიშნავს, რომ ამერიკულ სტრატეგიაში თანდათან პრაგმატიზმი იწყებს დომინირებას, რადგან ირანის გარშემო არასტაბილურობის, ტრადიციული მსოფლიო მარშრუტების კრიზისისა და შუა დერეფნისთვის მიმდინარე ბრძოლის პირობებში საქართველო ობიექტურად იქცევა ევრაზიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კვანძად და ამას ვაშინგტონშიც შესანიშნავად ხედავენ. ქვეყანას, რომლის გავლითაც გადის ენერგეტიკული, სატრანსპორტო, ციფრული და ლოგისტიკური არტერიები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, უკვე ვეღარ შეხედავენ მხოლოდ პოლიტიკური მორალიზების ობიექტად. მასთან უკვე უწევთ საუბარი, როგორც სახელმწიფოსთან, რომელსაც საკუთარი სუბიექტობა და საკუთარი რეგიონული როლი გააჩნია. სწორედ ამიტომ დღევანდელი კონტაქტები აღარ ჰგავს დროებით დათბობას. ეს უფრო ახალი მოდელის ურთიერთობების დასაწყისს ჰგავს თბილისსა და ვაშინგტონს შორის - უფრო მშვიდს, უფრო პრაგმატულს და ბევრად ნაკლებად იდეოლოგიზებულს და თუ არსებული დინამიკა შენარჩუნდება, უახლოეს თვეებში საქართველომ შესაძლოა, მიიღოს არა მხოლოდ აშშ-თან სრულფასოვანი სტრატეგიული დიალოგის აღდგენა, არამედ თვისებრივად ახალი როლიც სამხრეთ კავკასიისა და მთლიანად აღმოსავლეთ–დასავლეთის გეოეკონომიკური არქიტექტურის ფორმირებაში“, - წერს დავით ქართველიშვილი.
1778224668
ახალი ამბებიმეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონეში, მთის ფერდობზე დაშავებული მოქალაქე გადაარჩინეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სა...
1778224594
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა
„ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენ...
1778224554
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ძალადობის წაყრუების მძიმე შედეგები 4 ოქტომბერს გამოჩნდა, როდესაც ევროკავშირის პრესსპიკერის ცნობილი განცხადებით ძალადობისთვის რიტორიკული მწვანე შუქის ანთებამ რადიკალური ჯგუფები პრეზიდენტის სასახლის შტურმზე წაიყვანა
ევროპის დღის იდეაში ჩადებული საწყისი ევროპული მისწრაფებებიდან გადახვევამ ევროკავშირი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც საქართველოს მიმართ მისი პოლიტიკა დაყვანილია ძალადობის, სიძულვილის ენისა და რადი...
1778223331
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი პერჩინსკის - გასულ წელს, თქვენ არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულებელყოფა, თუმცა, რომ არა ქართველი ხალხი, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა, არც ევროკავშირი იარსებებდა
საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში მსხვერპლი არ გაიღო. ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა...
1778222908
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ერთადერთი შანსი, რომ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ - უფრო სწორად, არა ჩვენ, არამედ ჩვენმა მდებარეობამ და სხვადასხვა ფაქტორებმა, არის გეოეკონომიკური ცენტრის ფუნქცია, რომელიც რუსეთსაც უფრო მეტად დასჭირდება
რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ანაკლიის პორტის მნიშვნელობასა და საქართველოს გეოეკონომიკურ პერსპექტივებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. „საქართველოს საჰაერო დერეფანში ავიაგადაფრენ...































