პრემიერი: 8 000 წლის წინ სწორედ ამ მიწაზე დაიწყო მეღვინეობის დიდი, უწყვეტი ტრადიცია, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა, ღვინო ჩვენი ტრადიციებისა და სტუმარმასპინძლობის განუყოფელი ნაწილია

„ქართული ღვინო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა, 8 000 წლის წინ სწორედ ამ მიწაზე დაიწყო მეღვინეობის დიდი, უწყვეტი ტრადიცია, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ღვინო ქართული ტრადიციებისა და სტუმარმასპინძლობის განუყოფელი ნაწილია, 525-ზე მეტი ენდემური ჯიში კი ის სიმდიდრეა, რომლითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნაში, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პერსპექტივების განხილვას ეძღვნება. ქართული ღვინო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა, 8 000 წლის წინ სწორედ ამ მიწაზე დაიწყო მეღვინეობის დიდი, უწყვეტი ტრადიცია, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა. ღვინო ჩვენი ტრადიციებისა და სტუმარმასპინძლობის განუყოფელი ნაწილია. ვაზი იმთავითვე იქცა ეროვნულ ღირებულებად, რაც ათასწლეულების განმავლობაში ჩვენს იდენტობას განსაზღვრავდა.

2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ ოფიციალურად აღიარა, რომ საქართველო ღვინის ცივილიზაციის აკვანია. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს კი 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობის დასტურია. 525-ზე მეტი ენდემური ჯიში ის სიმდიდრეა, რომლითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს“, - განაცხადა პრემიერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778224594

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა

„ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენ...

მიხეილ ყაველაშვილი

1778224554

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ძალადობის წაყრუების მძიმე შედეგები 4 ოქტომბერს გამოჩნდა, როდესაც ევროკავშირის პრესსპიკერის ცნობილი განცხადებით ძალადობისთვის რიტორიკული მწვანე შუქის ანთებამ რადიკალური ჯგუფები პრეზიდენტის სასახლის შტურმზე წაიყვანა

ევროპის დღის იდეაში ჩადებული საწყისი ევროპული მისწრაფებებიდან გადახვევამ ევროკავშირი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც საქართველოს მიმართ მისი პოლიტიკა დაყვანილია ძალადობის, სიძულვილის ენისა და რადი...

შალვა პაპუაშვილი

1778223331

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პერჩინსკის - გასულ წელს, თქვენ არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულებელყოფა, თუმცა, რომ არა ქართველი ხალხი, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა, არც ევროკავშირი იარსებებდა

საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში მსხვერპლი არ გაიღო. ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა...

შალვა პაპუაშვილი

1778222908

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ერთადერთი შანსი, რომ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ - უფრო სწორად, არა ჩვენ, არამედ ჩვენმა მდებარეობამ და სხვადასხვა ფაქტორებმა, არის გეოეკონომიკური ცენტრის ფუნქცია, რომელიც რუსეთსაც უფრო მეტად დასჭირდება

რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ანაკლიის პორტის მნიშვნელობასა და საქართველოს გეოეკონომიკურ პერსპექტივებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. „საქართველოს საჰაერო დერეფანში ავიაგადაფრენ...

დავით ქართველიშვილი

1778222560

ახალი ამბები

დეკანოზი ამირან ამირანაშვილი: ახალი მზე, რომელიც გვაჩუქა მისმა უწმინდესობამ, არის შიო - ეკლესიაზე ზეწოლას არავის ვურჩევ, რადგან ეკლესია ღმერთის არის, ჩვენ კი ღმერთის მსახურები ვართ

მეუფე გრიგოლი ჩემი დიაკონი იყო, იობი - ჩემი მეგობარი და ახალი მზე, რომელიც ჩვენ გვაჩუქა მისმა უწმინდესობამ, არის შიო, - განაცხადა ამაღლების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ამირან ამირანაშვილმა „ქრონიკა...

დეკანოზი ამირან ამირანაშვილი