დავით უტიაშვილი: სავალუტო რეზერვების რეკორდულმა მოცულობამ მათი დივერსიფიკაციის შესაძლებლობა მოგვცა

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რეკორდულ მაჩვენებელზეა. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განცხადებით, ქვეყანას შესაძლებლობა მიეცა, რეზერვების მოცულობა გაეზარდა და მის დივერსიფიკაციაზეც ეზრუნა.

მისი განმარტებით, რეზერვების ზრდა ძლიერი საგარეო შემოდინებებისა და ეკონომიკური ზრდის ფონზე გახდა შესაძლებელი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რეზერვების დაგროვება ლარის კურსის გამყარების პარალელურად განხორციელდა.

„საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური მოცულობა მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ის ზრდის ქვეყნის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ და მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ისე ადგილობრივი მომხმარებლებისთვის. რეზერვების გაზრდილმა მოცულობამ მათი დივერსიფიკაციის შესაძლებლობაც შექმნა. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოქროს წილის ზრდაა. მსოფლიოს არაერთი ცენტრალური ბანკი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მიზნით სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ოქროს. ეს აქტივი, განსაკუთრებით გლობალური ინფლაციის პირობებში, ღირებულების შენარჩუნებისა და რისკებისგან დაცვის ერთ-ერთ საშუალებად განიხილება“, - აღნიშნა მან.

დავით უტიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ წარსულში საერთაშორისო რეზერვების არასაკმარისი მოცულობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რაზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სარეიტინგო სააგენტოებიც მიუთითებდნენ.

მისივე თქმით, რეზერვების დაგროვება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია და მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა სებ-ი შეეცდება პროცესი გაცვლით კურსზე გავლენის გარეშე წარმართოს - „საქართველოს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი აქვს და ეროვნული ბანკი ცდილობს, ბაზრის ტენდენციებში არ ჩაერიოს“, - განაცხადა უტიაშვილმა.

2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს, 8.25 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებელმა 130% შეადგინა. საანგარიშო პერიოდში, მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1,365.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794826392

ახალი ამბები

ოპოზიციის აქტივისტი თამუნა გიორგაძე: მე ვწყვეტ შაბათის მარშში მონაწილეობას, არ მინდა მარშთან და მის გადაწყვეტილებებთან ასოცირება

ოპოზიციის აქტივისტი თამუნა გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შაბათის მარშში მონაწილეობას წყვეტს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „არ ვიცი ვის გაინტერესებთ, არც ის ვიცი საერთოდ ვინმეს გაინტერ...

თამუნა გიორგაძე

1794823524

ახალი ამბები

პრემიერი: როდესაც ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები ახალისებენ ჩვენს ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობას, არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება, მიეცეს ამ ყველაფერს

როდესაც ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები ახალისებენ ჩვენს ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობას, არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება, რომ ამ ყველაფერს მიეცეს,...

პრემიერი

1794823326

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ​ენერგეტიკული აღმშენებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენი მიზანია, დღევანდელი დაახლოებით 4 800 მეგავატიდან ჩვენი ელექტროენერგიის გენერაცია გავზარდოთ 11 500 მეგავატამდე

„ენერგეტიკული აღმშენებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენი მიზანია, დღევანდელი დაახლოებით 4 800 მეგავატიდან, ჩვენი ელექტროენერგიის გენერაცია გავზარდოთ 11 500 მეგავატამდე“, - ამის შესახებ საქარ...

ირაკლი კობახიძე

1794821370

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, რომ ეუთოს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენი მხრიდან შეთავაზება არის გაკეთებული, ველოდებით შემხვედრ პოზიციას

ვფიქრობ, რომ ეუთოს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქა...

ირაკლი კობახიძე

1794820613

ახალი ამბები

სააკაშვილი: დროა, შეწყდეს უაზრო ბლუყუნი „შეცდომებზე“ და „გადაცდომებზე“, ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა სახლში

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში მისი მმართველობის დროს ბევრი საჩივარი იწე...

მიხეილ სააკაშვილი