პაატა სალიამ ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური სერვისები წარადგინა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ბიზნესგარემო საქართველოში – დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“.

პაატა სალიამ პანელური დისკუსიის მონაწილეებს იუსტიციის სამინისტროს ის სერვისები გააცნო, რომლებიც ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული.

„ბიზნესგარემოს გაუმჯობესება ნიშნავს სამართლებრივად დაცულ საკუთრებას, პროგნოზირებად წესებსა და მომსახურებას, რომელიც მეწარმეს დროსა და რესურსს უზოგავს. ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს კონკრეტული შედეგები აქვს თქვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა: ბიზნესასისტენტი, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა მობილური ტელეფონით, „გონიერი კონტრაქტი“ და უძრავი ქონების ტოკენიზაცია.

პაატა სალიას განცხადებით, სერვისების მოქნილობა ზრდის ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს; ამ პოტენციალის რეალიზებისთვის კი, გადამწყვეტია უფლებების მკაფიო განსაზღვრა, ინვესტორთა დაცვა და ბიზნესის საჭიროებებთან შესაბამისობა; დავებისა და ფინანსურ-სამართლებრივი რისკების მართვის დამატებით მექანიზმებს კი, ბიზნესს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სანოტარო სისტემის სერვისები სთავაზობს.

მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილია ფაქტორინგის რეესტრის შექმნა, რაც ბიზნესს ფულად სახსრებზე წვდომას გაუადვილებს.

„ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია, გავუმარტივოთ ბიზნესს საქმიანობა და მეწარმემ თუ ინვესტორმა მაქსიმალურად დაცულად იგრძნოს თავი“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

კონფერენცია „ბიზნესგარემო საქართველოში“ ბიზნესასოციაციის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794819783

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ლარის კურსი არის სტაბილური, მყარი და ყველა მიმართულებით ეროვნული ბანკი მუშაობს წარმატებით, ვავსებთ ძალიან დიდი მოცულობით სავალუტო რეზერვებს

ლარის კურსი არის სტაბილური, მყარი და ყველა მიმართულებით ეროვნული ბანკი მუშაობს წარმატებით, ვავსებთ ძალიან დიდი მოცულობით სავალუტო რეზერვებს, 8 მილიარდს გადააჭარბა სავალუტო რეზერვების მოცულობამ, ეს ყვე...

ირაკლი კობახიძე

1794818611

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა პარტიების წარმომადგენლებმა ისეთი რამ იკადრეს, რომ მარტო სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, უკვე საკმარისია ამ პარტიების ასაკრძალად

„ნაცმოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა პარტიების წარმომადგენლებმა ისეთი პასუხები გასცეს სასამართლოს კითხვებს, რომ მარტო სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებები უკვე საკმარისია ასაკრძალად“, - განა...

არჩილ გორდულაძე

1794816972

ახალი ამბები

პრემიერი: ტურიზმისა და ავიაციის სფეროში გვაქვს მზარდი მაჩვენებლები, ვიზიტორების კუთხით ძალიან დადებითი სტატისტიკა, ახალი ავიარეისები, ახალი მიმართულებები, ამაზე მუდმივად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო

„ტურიზმისა და ავიაციის სფეროში გვაქვს მუდმივად მზარდი მაჩვენებლები, გვაქვს ვიზიტორების კუთხით ძალიან დადებითი, მუდმივი მზარდი სტატისტიკა, ახალი ავიარეისები, ახალი მიმართულებები და ა.შ. ამაზე მუდმივად...

ირაკლი კობახიძე

1794816015

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური რეალობისა, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორმა შეძლო მდგრადი და სტაბილური განვითარება

„სწორედ ბიზნესი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, იზიდავს ინვესტიციას, აფართოებს წარმოებას და ქმნის უფრო მეტ შესაძლებლობას ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონ...

მარიამ ქვრივიშვილი

1794815485

ახალი ამბები

პრემიერი: როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს კარგი მაჩვენებლები, 2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე

„როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები“, - ამის შესახებ სა...

ირაკლი კობახიძე