ოპოზიციის აქტივისტი თამუნა გიორგაძე: მე ვწყვეტ შაბათის მარშში მონაწილეობას, არ მინდა მარშთან და მის გადაწყვეტილებებთან ასოცირება

ოპოზიციის აქტივისტი თამუნა გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შაბათის მარშში მონაწილეობას წყვეტს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„არ ვიცი ვის გაინტერესებთ, არც ის ვიცი საერთოდ ვინმეს გაინტერესებთ თუ არა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე დავწერ ინფორმაციის სახით. მე ვწყვეტ შაბათის მარშში მონაწილეობას. გთხოვთ, პირადად ჩემი, ერთი ადამიანის სახელი, ნუ იქნება აფილირებული მაგ, უკვე ფაქტობრივად სტრუქტურული ერთეულის გადაწყვეტილებებსა და ქმედებებთან. მადლობა“, - აღნიშნავს გიორგაძე.

მისმა ამ გადაწყვეტილებამ აქტივისტებში გაურკვევლობა და დაბნეულობა გამოიწვია. ერთ-ერთი აქტივისტის დასმულ კითხვაზე, - „მტერს რატომ ეძებთ იქ სადაც არ არის?!“ და იმის შესახებ, თუ რას აძლევს პოსტით ამის დემონსტრირება, გიორგაძე პასუხობს, რომ არ სურს მარშთან ასოცირება, ხოლო ამის აფიშირება გამჭვირვალობას აძლევს.

„არ მინდა მარშთან (საბჭოსთან) და მის გადაწყვეტილებებთან ასოცირება. მაქვს ამის უფლება. საჯაროა საბჭოს გადაწყვეტილება რომელიც მარშის წევრების სახელით კეთდება. ამ მარშის წევრებს რატომ არ აქვთ საჯაროდ გამიჯვნის უფლება? გამჭვირვალობას მაძლევს (რაც არ აქვს საბჭოს, თუმცა ფონს კარგად ქმნის, რომ აქვს) და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას მაძლევს“, - წერს გიორგაძე.

გიორგაძის მსგავსად, მსგავსი სურვილი რამდენიმე აქტივისტმაც გამოთქვა, მათ შორის, ია მელითაური წერს: „მეც აღარ დავდივარ კაი ხანია“. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794816972

ახალი ამბები

პრემიერი: ტურიზმისა და ავიაციის სფეროში გვაქვს მზარდი მაჩვენებლები, ვიზიტორების კუთხით ძალიან დადებითი სტატისტიკა, ახალი ავიარეისები, ახალი მიმართულებები, ამაზე მუდმივად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო

„ტურიზმისა და ავიაციის სფეროში გვაქვს მუდმივად მზარდი მაჩვენებლები, გვაქვს ვიზიტორების კუთხით ძალიან დადებითი, მუდმივი მზარდი სტატისტიკა, ახალი ავიარეისები, ახალი მიმართულებები და ა.შ. ამაზე მუდმივად...

ირაკლი კობახიძე

1794816015

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური რეალობისა, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორმა შეძლო მდგრადი და სტაბილური განვითარება

„სწორედ ბიზნესი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, იზიდავს ინვესტიციას, აფართოებს წარმოებას და ქმნის უფრო მეტ შესაძლებლობას ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონ...

მარიამ ქვრივიშვილი

1794815485

ახალი ამბები

პრემიერი: როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს კარგი მაჩვენებლები, 2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე

„როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები“, - ამის შესახებ სა...

ირაკლი კობახიძე

1794815257

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: შუა დერეფანი იქცა გლობალური სავაჭრო რუკის განუყოფელ ნაწილად და ეს ქვეყნის სტრატეგიულ როლს კიდევ უფრო მეტად ზრდის

ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება დაკავშირებადობას, ტრანზიტს, გვაქვს ამბიციური გეგმები და აბსოლუტურად თანმიმდევრობით მივყვებით ამ გეგმის განხორციელებას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხუთი წლის შემდე...

ირაკლი კობახიძე

1794814215

ახალი ამბები

პრემიერი: განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიალოგს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის, ხელისუფლება არის ის, ვინც ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თუმცა თავად ეკონომიკას ქმნით ბიზნესმენები, ამიტომ მნიშვნელოვანია, გვქონდეს მუდმივი დიალოგი

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიალოგს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის. ხელისუფლება არის ის, ვინც ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თუმცა თავად ეკონომიკას ქმნით თქვენ, ბიზნესმენები, აქედან გა...

ირაკლი კობახიძე