პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 4 პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 4 პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში, თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი - გელა ძიძიკაშვილი , იმავე სააქციო საზოგადოების ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, ამავე საწარმოს წილის ერთ-ერთი რეალური მფლობელი - პაატა სვანიძე, შპს „საჩინოს“ დირექტორი და შპს „ინტრანსის“ დირექტორი - რუსლან დემუროვი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციის და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვის თაობაზე 2017-2024 წლებში, 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145 367 365 ლარიდან 41 105 298 ლარს.
მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღსრულების მიზნით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს შპს „საჩინო“ რომლის სახელითაც საქართველოში, ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მეტროს ვაგონების მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტი განახორციელეს, გადამზიდი კომპანია „ინტრანსის“ მეშვეობით. ხოლო შემდგომ შპს „საჩინოდან“ ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების გზით, იმპორტირებული საქონელი, 3ჯერ გაზრდილი ფასით მიაწოდეს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ 4 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“; მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტებით; 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქ/პუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7 და 11 წლამდე ითვალისწინებს.
დაკავებულთაგან 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო ერთ მათგანს, 2 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულთან შეხებაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფრორმაციაში.
1794828790
ახალი ამბებიპაატა სალიამ ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური სერვისები წარადგინა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ბიზნესგარემო საქართველოში – დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“. პაატა სალიამ პანელური დისკუსიის მონაწილეებს იუსტიციის სამინისტროს ის...
1794827752
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს და გეოგრაფია უარყოს, საქართველოს აქვს საკვანძო როლი, სულ მცირე, შვიდი ქვეყნისთვის, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს
ბრიუსელის ბიუროკრატია სრულიად კომიკურ მდგომარეობაში იგდებს თავს. საქართველოსთან დაკავშირებით გაბუტულის პოზას ინარჩუნებს მაშინ, როდესაც დაკავშირებადობაზე ფორუმი მიმდინარეობს. საქართველო წარმოადგენს საკ...
1794826392
ახალი ამბებიოპოზიციის აქტივისტი თამუნა გიორგაძე: მე ვწყვეტ შაბათის მარშში მონაწილეობას, არ მინდა მარშთან და მის გადაწყვეტილებებთან ასოცირება
ოპოზიციის აქტივისტი თამუნა გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შაბათის მარშში მონაწილეობას წყვეტს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „არ ვიცი ვის გაინტერესებთ, არც ის ვიცი საერთოდ ვინმეს გაინტერ...
1794823524
ახალი ამბებიპრემიერი: როდესაც ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები ახალისებენ ჩვენს ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობას, არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება, მიეცეს ამ ყველაფერს
როდესაც ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები ახალისებენ ჩვენს ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობას, არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება, რომ ამ ყველაფერს მიეცეს,...
1794823326
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ენერგეტიკული აღმშენებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენი მიზანია, დღევანდელი დაახლოებით 4 800 მეგავატიდან ჩვენი ელექტროენერგიის გენერაცია გავზარდოთ 11 500 მეგავატამდე
„ენერგეტიკული აღმშენებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენი მიზანია, დღევანდელი დაახლოებით 4 800 მეგავატიდან, ჩვენი ელექტროენერგიის გენერაცია გავზარდოთ 11 500 მეგავატამდე“, - ამის შესახებ საქარ...































