დავით მათიკაშვილი: ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს და გეოგრაფია უარყოს, საქართველოს აქვს საკვანძო როლი, სულ მცირე, შვიდი ქვეყნისთვის, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს
ბრიუსელის ბიუროკრატია სრულიად კომიკურ მდგომარეობაში იგდებს თავს. საქართველოსთან დაკავშირებით გაბუტულის პოზას ინარჩუნებს მაშინ, როდესაც დაკავშირებადობაზე ფორუმი მიმდინარეობს. საქართველო წარმოადგენს საკვანძო როლს, სულ მცირე, შვიდი ქვეყნისთვის, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ და სწორედ საქართველოს გავლით ხდება მათი დაკავშირება ევროპასთან და ევროპულ ბაზრებთან, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, საქართველო მსგავს ფორუმებში მაღალი რანგით უნდა იყოს წარმოდგენილი და უღირსი დამოკიდებულებაა ქვეყნის დაბალი რანგით მიწვევა.
„ყველა ასეთ ქმედებაზე სათანადო რეაქცია გვაქვს. ეს თვითდაზიანების ის რეჟიმია, რომელშიც ბრიუსელის ბიუროკრატია განგრძობად რეჟიმში იმყოფება მას შემდეგ, რაც მათ საქართველოსთან დიალოგი შეაჩერეს.
ბრიუსელის ბიუროკრატია ამ მოცემულობას ადრე თუ გვიან აუცილებლად გაუსწორებს თვალს. ხედავთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან დიალოგს როგორ ააქტიურებენ და აღრმავებენ. იციან, რომ სწორედ საქართველოა ის საკვანძო ქვეყანა, რომელიც დანარჩენი მსოფლიოს ბაზრებს აზიის ბაზარს აკავშირებს, როგორც ენერგომატარებლებით, ასევე, სხვა პროდუქციასთან მიმართებით. ამ დროს კონტექსტიდან ამოვარდნილი და კომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს, სიმართლე არ დაინახოს, გეოგრაფია და გეოპოლიტიკა უარყოს და მსოფლიოს გეოგრაფიის საკუთარი ვერსია შესთავაზოს.
ამ მოცემულობაში, გეოგრაფიის და გეოპოლიტიკის ცოდნაში ნამდვილად ორიანი ეკუთვნით. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ევრობიუროკრატიაა ეს თუ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები. წევრი ქვეყნებისგან აქტიური მზაობა გვაქვს. ადრე თუ გვიან ბიუროკრატიას სიმართლისთვის თვალის გასწორება მოუწევს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
1794818611
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა პარტიების წარმომადგენლებმა ისეთი რამ იკადრეს, რომ მარტო სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, უკვე საკმარისია ამ პარტიების ასაკრძალად
„ნაცმოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა პარტიების წარმომადგენლებმა ისეთი პასუხები გასცეს სასამართლოს კითხვებს, რომ მარტო სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებები უკვე საკმარისია ასაკრძალად“, - განა...
1794816972
ახალი ამბებიპრემიერი: ტურიზმისა და ავიაციის სფეროში გვაქვს მზარდი მაჩვენებლები, ვიზიტორების კუთხით ძალიან დადებითი სტატისტიკა, ახალი ავიარეისები, ახალი მიმართულებები, ამაზე მუდმივად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო
„ტურიზმისა და ავიაციის სფეროში გვაქვს მუდმივად მზარდი მაჩვენებლები, გვაქვს ვიზიტორების კუთხით ძალიან დადებითი, მუდმივი მზარდი სტატისტიკა, ახალი ავიარეისები, ახალი მიმართულებები და ა.შ. ამაზე მუდმივად...
1794816015
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური რეალობისა, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორმა შეძლო მდგრადი და სტაბილური განვითარება
„სწორედ ბიზნესი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, იზიდავს ინვესტიციას, აფართოებს წარმოებას და ქმნის უფრო მეტ შესაძლებლობას ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონ...
1794815485
ახალი ამბებიპრემიერი: როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს კარგი მაჩვენებლები, 2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე
„როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები“, - ამის შესახებ სა...
1794815257
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: შუა დერეფანი იქცა გლობალური სავაჭრო რუკის განუყოფელ ნაწილად და ეს ქვეყნის სტრატეგიულ როლს კიდევ უფრო მეტად ზრდის
ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება დაკავშირებადობას, ტრანზიტს, გვაქვს ამბიციური გეგმები და აბსოლუტურად თანმიმდევრობით მივყვებით ამ გეგმის განხორციელებას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხუთი წლის შემდე...































