ირაკლი კობახიძე: ​ენერგეტიკული აღმშენებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენი მიზანია, დღევანდელი დაახლოებით 4 800 მეგავატიდან ჩვენი ელექტროენერგიის გენერაცია გავზარდოთ 11 500 მეგავატამდე

„ენერგეტიკული აღმშენებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენი მიზანია, დღევანდელი დაახლოებით 4 800 მეგავატიდან, ჩვენი ელექტროენერგიის გენერაცია გავზარდოთ 11 500 მეგავატამდე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ათწლიანი გეგმა, თუმცა გაორმაგება უკვე დაგეგმილია 5-6-წლიან პერიოდში.

„ეს ითვალისწინებს, მათ შორის, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასაც, თქვენ იცით, რომ არის ასეთი 4 მსხვილი პროექტი და ამაზე აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო.

რაც შეეხება, რა ფორმით იქნება დაფინანსებული ეს პროექტები, სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სახელმწიფო შეიძლება შევიდეს კონკრეტული ფორმით, როგორც თანადამფინანსებელი, შეიძლება მთლიანი ინვესტიციით განხორციელდეს, ეს იქნება კონკრეტულ მოლაპარაკებებზე დამოკიდებული“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794816015

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური რეალობისა, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორმა შეძლო მდგრადი და სტაბილური განვითარება

„სწორედ ბიზნესი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, იზიდავს ინვესტიციას, აფართოებს წარმოებას და ქმნის უფრო მეტ შესაძლებლობას ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონ...

მარიამ ქვრივიშვილი

1794815485

ახალი ამბები

პრემიერი: როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს კარგი მაჩვენებლები, 2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე

„როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები“, - ამის შესახებ სა...

ირაკლი კობახიძე

1794815257

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: შუა დერეფანი იქცა გლობალური სავაჭრო რუკის განუყოფელ ნაწილად და ეს ქვეყნის სტრატეგიულ როლს კიდევ უფრო მეტად ზრდის

ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება დაკავშირებადობას, ტრანზიტს, გვაქვს ამბიციური გეგმები და აბსოლუტურად თანმიმდევრობით მივყვებით ამ გეგმის განხორციელებას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხუთი წლის შემდე...

ირაკლი კობახიძე

1794814215

ახალი ამბები

პრემიერი: განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიალოგს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის, ხელისუფლება არის ის, ვინც ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თუმცა თავად ეკონომიკას ქმნით ბიზნესმენები, ამიტომ მნიშვნელოვანია, გვქონდეს მუდმივი დიალოგი

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიალოგს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის. ხელისუფლება არის ის, ვინც ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თუმცა თავად ეკონომიკას ქმნით თქვენ, ბიზნესმენები, აქედან გა...

ირაკლი კობახიძე

1794812553

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელ...

ნარკოტიკი - ნარკოტიკი