"დღეისთვის "ომიკრონის" 148 ლაბორატორიული შემთხვევაა დადასტურებული" - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით მოსალოდნელია „ომიკრონის“ შემთხვევების მატება, ხოლო დღეისთვის 148 ლაბორატორიული შემთხვევაა დადასტურებული.

მინისტრის თქმით, ჰოსპიტალური სექტორი დატვირთული არ არის და საწოლების 50%-ი თითქმის თავისუფალია.

"საახალწლო დღეებთან დაკავშირებით ტესტირების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო. აქედან გამომდინარე დაგროვდა ის შემთხვევები, რომელიც გამოუვლენელი დარჩა და დღეს 3000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 7 დღის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი 2000 შემთხვევა არის, რაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე წინა კვირებში.

რა თქმა უნდა, საკმაოდ საყურადღებო მაჩვენებელია.

ამას კიდევ უფრო საყურადღებოს ხდის ის გარემოება, რომ მოსალოდნელია „ომიკრონის“ შემთხვევების მატება.

დღეისთვის დადასტურებულია 148 ლაბორატორიული შემთხვევა, თუმცა სხვა ქვეყნების გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ ომიკრონის გავრცელების სისწრაფე უფრო მაღალია, ვიდრე დელტა შტამის, თუმცა კლინიკურად მძიმე მიმდინარეობა, დღევანდელი ვითარებით, არ ახასიათებს.

დღეისთვის მაღალი დატვირთვა არ არის.

საწოლების 50% თითქმის თავისუფალია.

აქედან გამომდინარე, თუ საჭირო გახდება დამატებითი ნაკადის მართვა, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს ამის შესაძლებლობა აქვს", -  განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 სხვა სიახლეები:

🔳 აქ უკვე ათი ათასი კაცის სიკვდილს წინასწარმეტყველებენ - ნატო დუმბაძე „ომიკრონის“ შტამზე

🔳 „შენს მერვე დაბადების დღეს ვეღარ მოესწარი დედი ...“ - 7 წლის ბარბარე მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა

🔳 "მე ყოფილი მოთამაშე ვარ, იქნებ ამ პოსტით ერთ ადამიანს მაინც დავეხმარო" - თევდორე გოგოლაძის ემოციური პოსტი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792171703

ახალი ამბები

გიორგი ცაგარეიშვილი: მიმდინარე წელს იგეგმება 58 მილიონი ლარის მთლიანად ათვისება - პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც

19 ოქტომბრიდან, დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.   ახალი პროგრამის შესახებ ოკუპირებული...

გიორგი ცაგარეიშვილი:

1792169866

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი - „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს სასტუმრო შექმნის 100 მუდმივ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის

„მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს - „ასკანელი რეზორტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასტუმრო კომპლექსის -...

ირაკლი კობახიძე

1792167466

ახალი ამბები

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს პან გონშენგს შეხვდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს პან გონშენგს შეხვდნენ. შეხვედრა ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა დ...

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი

1792165253

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.   დღე...

მიხეილ ყაველაშვილი

1792163655

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ვიკა ბუკიაზე: ძალიან რთულია იმ კონტინგენტთან ურთიერთობა, რომელსაც გაგონილის შინაარსის გაგება არ შეუძლია, ისე, გარეგნობაზე საუბარი არა მგონია, ზოგიერთების ძლიერი მხარე იყოს

„ძალიან რთულია იმ კონტინგენტთან ურთიერთობა, რომელსაც გაგონილის შინაარსის გაგება არ შეუძლია. მე ვთქვი ძალიან ბანალური ამბავი, პირველკურსელების დონის“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარ...

თენგიზ შარმანაშვილი