შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული

„მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული. ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს ეს, იმ საბედისწერო მომენტებს 4 ოქტომბრისა, როდესაც ბრიუსელიდან ხელის წაკვრით და წაქეზებით დაგვაყენეს იმ ხაზზე, რომელიც საქართველომ 90-იან წლებში გადაკვეთა და გვქონდა შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გარე ძალები რადიკალების წაქეზებით საქართველოში ნეპალის მოწყობას გეგმავდნენ, რაც მოძალადეების აღიარებითმა ჩვენებებმაც დაადასტურა.

„მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული. ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს ეს, იმ საბედისწერო მომენტებს 4 ოქტომბრისა, როდესაც საქართველო იდგა მშვიდობასა და დაპირისპირებას შორის. ჩვენ პირდაპირ, ბრიუსელიდან ხელის წაკვრით და წაქეზებით დაგვაყენეს იმ ხაზზე, რომელიც საქართველომ 90-იან წლებში გადაკვეთა და გვქონდა შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომი. ამისკენ გვითრევდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ უნდა ამოეწყოთ ნეპალი. ნეპალი სწორედ სამოქალაქო ომს, დაპირისპირებას და სისხლის ღვრას გულისხმობს და ამას დაუჭირა მხარი ევროკომისიამ 4 ოქტომბრამდე. და 4 ოქტომბერს, როდესაც პირდაპირ მიდიოდა ძალადობა, ახლა ამ მოძალადეებმა, რომ აღიარეს დანაშაული, როგორც ძალადობა, ასევე აღიარე მათი მიზანი, რომ ხელში ჩაეგდოთ პრეზიდენტის სასახლე და ამ მიზნის განხორციელების პროცესში, ონლაინ მხარს უჭერდნენ მოძალადეებს რასა იუკნევიჩიენე, მაია სანდუ და ა.შ. პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს მიმართ მტრული განწყობებით.

ასე რომ ეს კიდევ ხაზს უსვამს თუ რამხელა საფრთხის წინაშე იდგა ჩვენი საზოგადოება ბრიუსელის წაქეზებით, რა საფრთხე აიცილა ჩვენმა საზოგადოებამ. და აიცილა იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა იყო მოწოდების სიმაღლეზე და შეძლო ამ სისხლის ღვრისკენ მიმართული პროცესის ნეიტრალიზება.

და მეორე, ეს აჩვენებს კიდევ ერთ რამეს, რომ ამის შემდეგ გაწირეს ეს ადამიანები. სად არის რასა იუკნევიჩიენები და ა.შ. ესენი ისხდნენ ციხეში და ასე გაწირეს ციხისთვის და ისევ საქართველოს სახელმწიფომ გაუწოდა ხელი, რომ აღიარების, სინანულის შემთხვევაში ადეკვატური რეაქცია ჰქონდა პროკურატურას მათ მხრივ.

მე მოვუწოდებდი სხვა მოძალადეებს, რომლებიც პენიტენციური დაწესებულებაში არიან და ამ პროცესის მონაწილეები იყვნენ, აღიარონ საკუთარი დანაშაული. ჩვენთვის ნათელია, რომ ეს დანაშაული იყო წაქეზებული გარედან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780907279

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: როცა ევროკავშირში მიგრაციის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება გამკაცრდეს, თავის მხრივ მოსალოდნელია, რომ გარკვეულმა ნაკადებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს

„როდესაც ევროკავშირში მიგრაციის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება გამკაცრდეს, თავის მხრივ მოსალოდნელია, რომ შესაძლოა გარკვეულმა ნაკადებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრ...

შალვა პაპუაშვილი

1780906018

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელმა მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს, მტრული პოლიტიკის გატარება ასოცირების შეთანხმების პირობებში, არის თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის უპატივცემულობა

„ეს არის მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად. ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები ევროპაში სამწუხაროდ, რომლებსაც პირდაპირ სულთ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს პირ...

შალვა პაპუაშვილი

1780905360

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, რომელიც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება

ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები, ჩვენ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ ​ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების ნაცვლად, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება საქართვე...

შალვა პაპუაშვილ

1780902750

ახალი ამბები

საპარლამენტო დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადი...

 ნინო წილოსანი

1780902232

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფურად,...

დაკავებულია 2 პირი