ნატალია ჭყოიძე: როდესაც მყისიერ საგადახდო სისტემას ლოკალურად დავნერგავთ - სამომავლო გეგმაა სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურებთან ინტეგრაცია
„როდესაც მყისიერი საგადახდო სისტემის ინფრასტრუქტურას ლოკალურად დავნერგავთ და გავმართავთ, სამომავლო გეგმაა სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურებთან ინტეგრაცია“, - ამის შესახებ სებ-ის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატალია ჭყოიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე - „რეგიონალური ციფრული საგადახდო ჰაბის ფუნქციის შეთავსება საქართველოსთვის რამდენად რეალური იქნება?“ - ნატალია ჭყოიძემ უპასუხა, რომ არ არის გამორიცხული. მანვე აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურებთან ინტეგრაცია ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განხორციელებას, მათი ხელმისაწვდომობის ზრდას და შესრულების დაჩქარებას.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - ნატალია ჭყოიძის ცნობით, რეფორმების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით არის დაგეგმილი.
„მოკლე პერიოდში ჩვენ კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს გაგაცნობთ, რომელიც ეხება საგადახდო მომსახურების პირობების და ტარიფების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას. აღნიშნული მომხმარებელს საშუალებას მისცემს ერთ სივრცეში გაეცნოს ყველა კომერციული ბანკის ტარიფებს და გააკეთოს მისთვის სასურველი არჩევანი“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, სებ-მა წარმატებით დაასრულა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და კლირინგის სისტემების განახლება. RTGS-ის განახლებული სისტემის დანერგვა მიზნად ისახავს ფინანსური სექტორისა და მომხმარებლებისთვის - ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის - უფრო სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას. გარდა ამისა, ახალი ინფრასტრუქტურა ქმნის კარგ საფუძველს მომავალი ინოვაციური სერვისების, მათ შორის, მყისიერი გადახდების სისტემისა(IPS) და დამატებითი ციფრული მომსახურებების განვითარებისთვის.
1780902750
ახალი ამბებისაპარლამენტო დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადი...
1780902232
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფურად,...
1780901597
ახალი ამბებიბათუმში ბრალდებულმა ნაცნობ კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან ს...
1780900183
ახალი ამბებისტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
მიმდინარე წლის 8 ივნისს სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინის...
1780895222
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: სააკაშვილის ფიგურის წინააღმდეგ ძალიან ბევრია, ოპოზიციაშიც საკმაოდ რთულად აქვს საქმე
ოპოზიციურ დაპირისპირებას მმართველი გუნდი ეხმაურება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური რესურსი საბოლოოდ ამოწურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილი...































