შალვა პაპუაშვილი: სომხეთში წინასაარჩევნოდ რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს და ევროკავშირს ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია
თუკი ანტიკონსტიტუციურია პარტია, ის უნდა გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად, თუკი დამნაშავეა ადამიანი, ის უნდა იყოს ციხეში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სომხეთში წინასაარჩევნოდ რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს და ევროკავშირს ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია.
„თუკი სისხლის სამართლის საქმეა საწარმოებელი, იქ უნდა აწარმოო სისხლის სამართლის საქმე. შეგახსენებთ, რომ ჩვენ თავ-პირი დაგვამტვრიეს იმის გამო, რომ ნიკა მელია აღმოჩნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წინასწარი პატიმრობის პირობის დარღვევის გამო 2021 წელს. ამის გამო სკანდალი მოაწყვეს, სანამ არ გამოიყვანეს იქიდან. ევროკავშირმა გადაუხადა გირაო, რომ გარეთ გამოეყვანათ. სტრასბურგამდე მივიდა ეს საქმე და მათ თქვეს, რომ მატყუარა იყო ბრიუსელი და მართალი იყო ქართული მართლმსაჯულება.
თუ ვინმე დასაჭერია და დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა დაიჭირონ. ამას ჰქვია სამართლის უზენაესობა. სამართლის უზენაესობა თუ კარგია ვაშინგტონში, ბერლინსა და ერევანში, ასეთივე კარგი უნდა იყოს თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის. თითოეული ამ სისხლის სამართლის საქმის უკან დგას პროკურატურის ბრალდება და სტრასბურგის პრაქტიკა, რომელიც ადასტურებს ქართული მართლმსაჯულების სისწორეს და პარტიებთან მიმართებით დგას საკონსტიტუციო სარჩელი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1780908581
ახალი ამბებინატალია ჭყოიძე: როდესაც მყისიერ საგადახდო სისტემას ლოკალურად დავნერგავთ - სამომავლო გეგმაა სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურებთან ინტეგრაცია
„როდესაც მყისიერი საგადახდო სისტემის ინფრასტრუქტურას ლოკალურად დავნერგავთ და გავმართავთ, სამომავლო გეგმაა სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურებთან ინტეგრაცია“, - ამის შესახებ სებ-ის საგადახდო სისტემების დეპა...
1780907477
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ძალიან კარგად ვიცით, საელჩოებსა, თუ უცხოელებთან შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნიდან, პირდაპირ ლანგრით სთავაზობენ საქართველოს
ეს ქვეყანა პატარაა და არცერთი ამბავი არ იმალება. ძალიან კარგად ვიცით, სხვადასხვა შეხვედრაზე, საელჩოებსა, თუ უცხოელებთან შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მიიღონ და...
1780907279
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: როცა ევროკავშირში მიგრაციის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება გამკაცრდეს, თავის მხრივ მოსალოდნელია, რომ გარკვეულმა ნაკადებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს
„როდესაც ევროკავშირში მიგრაციის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება გამკაცრდეს, თავის მხრივ მოსალოდნელია, რომ შესაძლოა გარკვეულმა ნაკადებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრ...
1780906018
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელმა მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს, მტრული პოლიტიკის გატარება ასოცირების შეთანხმების პირობებში, არის თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის უპატივცემულობა
„ეს არის მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად. ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები ევროპაში სამწუხაროდ, რომლებსაც პირდაპირ სულთ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს პირ...
1780905360
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, რომელიც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება
ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები, ჩვენ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების ნაცვლად, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება საქართვე...































