კახა კალაძე: ჩვენი ფეხბურთელები, წაგებისა და მოგების მიუხედავად, გვიყვარს, პატივს ვცემთ, რადგან მათ ქართული ფეხბურთის სიყვარული დააბრუნეს

„ვინც ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს ლანძღავს, სამარცხვინოები და გაბოროტებული ადამიანები არიან, რომლებსაც არც ქვეყნის და მათ შორის არც ნაკრების წარმატება არ უხარიათ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ბოლო დღეებში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები არასწორია, რადგან, მისი თქმით, ამ ფეხბურთელებმა ქართული ფეხბურთი განსხვავებულ ნიშნულზე აიყვანეს.

„სამარცხვინოები არიან ეს ადამიანები, თავიანთი განცხადებებით და მესიჯებით, რასაც ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ვისმენთ. ისინი უპირისპირდებიან ყველას და ყველაფერს, ვინც მათ გვერდით არ დგას. ერჩიან ყველას, შეურაცხყოფას აყენებენ, აგინებენ, ლანძღავენ. ჯანსაღი საზოგადოება რეალურად ანალიზს აკეთებს და კარგად ხედავს, ვინ ვინ არის. 300 ადამიანი დარჩა და აქციებზე წინ და უკან დაეხეტებიან. მათ ხალხის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, განულებულები და წარუმატებლები არიან. ამიტომ ერჩიან წარმატებულ ხალხს, მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებს. ამ ხალხს არც ადრე უხაროდათ ჩვენი ნაკრების წარმატება და გამარჯვებები. ისინი გაბოროტებულ დაჯგუფებას წარმოადგენენ და ქვეყნის ყველა წარმატებას ებრძვიან.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, არის როგორც წარმატებული თამაშები, ასევე წარუმატებელიც. სხვანაირად შეუძლებელია. ეს ფეხბურთია და ყოველთვის ვერ მოიგებ. თუმცა, ჩვენ ჩვენი გუნდი და ჩვენი ბიჭები, წაგებისა და მოგების მიუხედავად, გვიყვარს, პატივს ვცემთ. ისინი არიან ახალგაზრდები, ვინც ქართული ფეხბურთის სიყვარული დააბრუნეს და განსხვავებულ ნიშნულზე აიყვანეს. ყველანი უბედნიერესები ვიყავით, როდესაც ისტორია დაიწერა და ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. შემდეგ წელს გუნდმა რამდენიმე თამაში რომ წააგო, ამის გამო ფეხბურთელები ლანძღო და შეურაცხყოფა აყენო, სწორი არაა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763632370

მსოფლიო

Deutsche Welle: ჩინეთი გერმანიის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი კიდევ ერთხელ გახდა

„ჩინეთი კვლავ გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა, რომელმაც შეერთებულ შტატებს გადაუსწრო. იანვრიდან სექტემბრამდე გერმანიაში ჩინური პროდუქციის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. გერმანელი ექსპერტები ჩი...

გერმანია -

1763631907

ახალი ამბები

კახა კალაძე Eagle Hills-ის პროექტის შესახებ ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: როგორ შეიძლება, გერქვას პოლიტიკოსი და იკადრო ამ ტიპის სიცრუე?

„როგორ უნდა იკადროს ადამიანმა ამ ტიპის სიცრუის გავრცელება? არ მიკვირს ის, რასაც კადრულობენ და აკეთებენ, მათ აქვთ შესაბამისი რეიტინგი - საერთოდ პულსი არ ესინჯებათ და ხალხმა როგორც საპარლამენტო, ასევე თ...

კახა კალაძე

1763631258

ახალი ამბები

კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავაზე: დაველოდოთ გადაწყვეტილებას, იმდენი უსამართლობა ხდება მსოფლიოში, რომ გამორიცხული არაფერია

„ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ მან წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლონდონის სასამართლოში...

კახა კალაძე

1763628692

ახალი ამბები

გეკა გელაძე: დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - „პროფესია პოლიციელი“, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს, ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შსს-ს საქმიანობის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში კიდევ ერთ პროექტს იწყებს.~ ახალი კამპანიის - „პროფესია პოლიციელი“ მიზანი ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესი...

გეკა გელაძე

1763627110

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმა-საურავების ჩამოწერა ხელს შეუწყობს მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას და სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მოპყრობის კიდევ ერთ ფაქტს წარმოადგენს

სახელმწიფო მუდმივად ცდილობს კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით მხარში დაუდგეს ჩვენს თანამოქალაქეებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ტაქს...

დავით მათიკაშვილი