გიორგი კალანდარიშვილი: ჩვენი პროგნოზით, კენჭისყრის დასრულებიდან ერთი-ორი საათის განმავლობაში უნდა ველოდოთ წინასწარ შედეგებს
განვლილი პილოტებისა და საპარლამენტო არჩევნების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი პროგნოზით, კენჭისყრის დასრულებიდან ერთი-ორი საათის განმავლობაში უნდა ველოდოთ წინასწარ შედეგებს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული.
„შედეგები გადმოგზავნილი თუ იქნება ნახევარ საათში, ორმოც წუთში, ორმოცდაათ წუთში, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავაყოვნებთ. რაც მალე და ადრე მოვახერხებთ საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას, მით მოხარული ვიქნებით. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია ტრადიციულ პროცედურებზე, რაც კვლავ არის პროცესში – გადასატანი ყუთიდან მოსული ბიულეტენების მოთავსება, წილისყრები, უბნის დახურვის, გადმოგზავნის პროცედურები. ეს გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
1791967550
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ვენეციის კომისიაზე: საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სუვერენული სივრცის გარე ჩარევებისგან დაცვას, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა
საკანონმდებლო სივრცე, რომლის მიზანსაც ერთადერთი რამ წარმოადგენს, პრევენციულად იყოს დაცული ქართული სუვერენული სივრცე გარე ჩარებისგან, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტი...
1791964853
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ
„ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე არჩი...
1791964815
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს
„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...
1791963135
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი
სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...
1791962485
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს
მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...


























