ცესკოს ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მყოფ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 38 წარმომადგენელს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პირადად მიაწოდა ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომლებიც ადმინისტრაციამ აღნიშნული არჩევნებისთვის განახორციელა.

მან, ასევე, დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ არჩევნებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლების ჩართულობა, მათი მიგნებებისა და რეკომენდაციების გაზიარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს უწყობს.

„მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ 20-ზე მეტი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში 4 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იმყოფებიან. დღეს დელეგატები სტუმრობდნენ ცესკოს, რომლის ფარგლებშიც მათ პირადად მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით და იმ მნიშვნელოვანი სამუშაოების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს 4 ოქტომბრის არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას.

რა თქმა უნდა, შეხვედრა მაღალი ინტერაქციით წარიმართა და უცხოელ კოლეგებს მიეწოდათ ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში დელეგატები ერთი მხრივ დააკვირდებიან კენჭისყრის მიმდინარეობას, მეორე მხრივ კი გაიზიარებენ საქართველოს გამოცდილებას, მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარემ ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენისა და 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიური საშუალებების შესაბამისობის აუდიტის დასკვნაზე, რომლის პირველი და მეორე ფაზის შედგები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს გადმოეცა. უცხოელი კოლეგების კითხვებს ასევე უპასუხეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა.

ელექტრონული არჩევნების ადმინისტრირების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს უცხოელმა კოლეგებმაც.

„ბოსნია-ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვევისთვის, ვიცი, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ცესკოსთვის ეს არჩევნები, ვინაიდან ადმინისტრაცია იყენებს საარჩევნო ტექნოლოგიებს. ჩვენი ქვეყანაც გეგმავს საზოგადოებას გააცნოს საარჩევნო ტექნოლოგიები საერთო არჩევნებზე მომავალ წელს,

ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია რეალურ დროში ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს აპარატურა. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი, ვინაიდან მივიღეთ დეტალური ინფორმაცია არჩევნების თაობაზე, იმისათვის, რომ როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, ხვალ შესაბამისად დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესს“,- განაცხადა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ვანია ბიელიკა პრუტინამ.

თავის მხრივ, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის უპირატესობებზე და კარგი პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, არჩევნების, რეფერენდუმის და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო დეპარტამენტის საარჩევნო ოფიცერმა ალექსანდრე ტრსტენსკომ.

„ვიმედოვნებთ, რომ გავიზიარებთ კარგ პრაქტიკას ხვალ დაგეგმილი არჩევნებიდან. დღევანდელი შეხვედრიდან მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია საქართველოში არსებულ საარჩევნო სისტემაზე და ხმის მიცემის პროცესზე. მართალია, საქართველოს განსხვავებული გამოცდილება აქვს, თუმცა არის ბევრი მსგავსება სხვა ქვეყნების საარჩევნო პრაქტიკასთან. მაქვს მოლოდინი, რომ ხვალ დაკვირვებისას, როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, მივიღებ განსხვავებულ და საჭირო ინფორმაციას და გამოცდილებას, რომელსაც ჩემს კოლეგებს გავუზიარებ“.

სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 4 ოქტომბრის არჩევნებს რამდენიმე საარჩევნო უბანზე დააკვირდებიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788802681

მსოფლიო

სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზ...

სტივ უიტკოფმა

1788801303

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს

საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...

ალექსანდრე დარახველიძე

1788798869

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...

თამარ იოსელიანი

1788797071

ახალი ამბები

ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა.  მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...

შავ ზღვაში მამაკაცს ეძებენ

1788795593

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა

2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...

მაკა ბოჭორიშვილი