გიორგი კალანდარიშვილი: გასულ წელს ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როცა დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები ერეოდნენ კომისიის საქმიანობაში, დაკვირვება არის დაკვირვება და არა ჩარევა, რაღაცის მოთხოვნა

გასულ წელს ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები ერეოდნენ კომისიის საქმიანობაში. მგონი, ქართული ენა ზუსტად იძლევა იდენტიფიცირების კარგ შესაძლებლობას, რომ დაკვირვება და კომისიის საქმიანობაში ჩარევა განსხვავებული მოცემულობებია, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, დამკვირვებელი თუ რაიმე დარღვევას დაინახავს, უნდა დააფიქსიროს საჩივარი.

„სხვათა შორის, ეუთო/ოდირი თავის არაერთ ანგარიშში საუბრობს, რომ იყო აფილირებული დაკვირვებები, ჩარევის მცდელობები და ასე შემდეგ. ადგილობრივი იქნება თუ საერთაშორისო დამკვირვებელი, დაკვირვება არის დაკვირვება და არა მითითება, ჩარევა, რაღაცის მოთხოვნა. პირდაპირ იყო კომისიის საქმიანობებში ჩარევის მცდელობები. რაღაც თუ არ მოგწონთ, რაღაცაზე ფიქრობთ, რომ არის კანონდარღვევა, გამოსასწორებელია, ამისთვის არის, პირველ რიგში, სამართლებრივი მექანიზმები, რომ სამართლებრივი რეაგირება იყოს მოთხოვნილი. კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, დაუყოვნებლივ, იქვე საარჩევნო უბანზე იყოს საჩივარი დაფიქსირებული და შესაბამისი მოთხოვნა განხორციელებული.

რა თქმა უნდა, ეს ზეპირსიტყვიერადაც შეიძლება, გაკეთდეს. დამკვირვებელი თუ ხართ და ფიქრობთ, რომ რაღაც ირღვევა ან რაღაც ფუნქცია არ ხორციელდება, უნდა დაწეროთ დასკვნაში, რომ რაღაც არ კეთდებოდა, არ სრულდებოდა, ირღვეოდა და არა ის, რომ თითის ქნევით კომისიის წევრებს რაღაც მითითებები მისცეთ, ჩარევები განხორციელდეს. მათ შორის ერთ-ერთი ჩარევის მცდელობა იყო, როცა პარტიის წარმომადგენელი იყო დამკვირვებელი. იყო შემთხვევები, როცა არა კომისიის წევრი ართმევდა ამომრჩეველს პირადობის ბარათს, ხან პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ პირადობის ბარათს, ხან ფოტოს უღებდნენ და სად აგზავნიდნენ, კაციშვილმა არ იცის. ეს არ წარმოადგენს დამკვირვებლის უფლებას.

საუბარია იზოლირებულ შემთხვევებზე და არ ეხება ყველას, დიდ მასშტაბს. შენ გაქვს უფლება, დააკვირდე პროცესს. სხვათა შორის, როდესაც ცესკომ შესაბამის სამართლებრივ აქტში ჩანაწერი დააზუსტა, რათა კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, რომ ამის უფლება არ აქვთ და უნდა გამიჯნონ დაკვირვება ჩარევისგან, ესეც მოინათლა, თითქოს ვიღაცას რაღაც შევუზღუდეთ. ვის აქვს უფლება, საარჩევნო უბანზე პირადობა გამოგართვას და ფოტო გადაუღოს.

თქვენ გაქვთ უფლება დაკვირვების, როდესაც მოხვალთ საარჩევნო უბანზე, იქვე შეხედოთ, ეკრანზე გამოტანილი ფოტოსურათი ემთხვევა თუ არა მოსულ ამომრჩეველს, იქვე დახედოთ პირადობის მოწმობასა თუ პასპორტს, ნამდვილად ეს ადამიანი არის თუ – არა, მოქმედი, ვალიდურია თუ არა დოკუმენტი და არა გამოვართვათ, პერსონალური მონაცემები დავამუშაოთ. კომისიის ფუნქციაა, შეამოწმოს და არა შენი.

კომისიის წევრი რაღაცას თუ არღვევს, არასწორად აკეთებს, შეგიძლია, სიტყვიერად რაღაც ურჩიო, მოსთხოვო, მაგრამ არა ჩაერიო და კატეგორიული იყო ამ ყველაფერში. თუ ფიქრობ, რომ ირღვევა, დააფიქსირე დარღვევაში. მე არ გამიგია, რომ მაგალითად, ეუთო/ოდირის ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი ჩარეულიყოს. ის ასრულებს პირნათლად ფუნქციას. დაკვირვება არის დაკვირვება, ჩარევა არის ჩარევა, კომისიის წევრის საქმიანობა არის კომისიის წევრის საქმიანობა“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759510476

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი მოეწყობა, რაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის

დღეს მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი მოეწყობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის გახსნის ღო...

ირაკლი კობახიძე

1759509726

ახალი ამბები

ცესკოს ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მყოფ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას ცესკო ავრცე...

ცესკოს ხელმძღვანელი პირები

1759507918

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: რეზოლუციებს საქართველოში ხუთწუთიანი ეფექტი აქვს, ვნახავთ, ჯერ ჩავისუნთქავთ, შემდეგ ამოვიოხრებთ და მივხვდებით, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთ სასწაულ სისულელეს ისმენს

 რეზოლუციებს საქართველოში ხუთწუთიანი ეფექტი აქვს, ვნახავთ, ჯერ ჩავისუნთქავთ, შემდეგ ამოვიოხრებთ და მივხვდებით, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთ სასწაულ სისულელეს ისმენს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდო...

შალვა პაპუაშვილი

1759507150

ახალი ამბები

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

 საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიას შორის ცესკოში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიზანია ორი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებ...

ცესკო

1759505609

ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნებზე დაკვირვებისა და ფოტო-ვიდეო გადაღების რეგულაციებს შეახსენებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნებზე დაკვირვებისა და ფოტო-ვიდეო გადაღების რეგულაციებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა...

საარჩევნო ადმინისტრაცია