გიორგი კალანდარიშვილი: ვერც ამომრჩევლის და ვერც იქ მყოფი უფლებამოსილი პირების მხრიდან, ვერასდროს მოხდება იმის იდენტიფიცირება, ვის მისცა ხმა კონკრეტულმა ამომრჩეველმა

ზოგადად, რა თქმა უნდა, ხმის ფარულობა არის, თუმცა სამწუხაროდ, სხვადასხვა დაინტერესებულმა პირმა ეს საკითხი სპეკულაციურად წარმოაჩინა იმდაგვარად, თითქოს ხმის ფარულობა ირღვეოდა, ირღვეოდა პრინციპი და ირღვეოდა ფარულობის კომპონენტი, რაც გასული წლიდან დღევანდელ დღემდე ფაქტობრივად, შლეიფად მოჰყვება საარჩევნო გარემოს, – ასე უპასუხა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა გამოწვევები არსებობს ხმის ფარულობასთან დაკავშირებით, რაც კამათის საგანი გახდა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ბუნებრივია, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანმა ინსტიტუციამ, რა თქმა უნდა, მივიღეთ ზომები იმისთვის, რომ ეს საკითხი კვლავაც არ გახდეს საკამათო და არ დარჩეს სპეკულაციებისთვის, რასთან დაკავშირებითაც გვაქვს გადაწყვეტილება. მინდა, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რატომ არ შეიძლება, ჩაითვალოს გასული წლის შემთხვევა ფარულობის დარღვევად.

ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილი გვექნება ხმის მთვლელ აპარატებზე სპეციალური ქაღალდის საფარის დამაგრება, რომელიც ფაქტობრივად, არ ტოვებს მანძილს და სივრცეს, რომ თუ ამომრჩეველმა ჩარჩო ფორმაში არასწორად მოათავსა ბიულეტენი, ამასთანავე, თუ არის გამოჟონვის კვალი, ასეთ შემთხვევაში ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსების პროცესში ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რომ იდენტიფიცირება განხორციელდეს გამოჟონვის კვალის.

ზოგიერთმა მათგანმა ასევე, კიდევ დამატებითი სპეკულაციები მოაყოლა ამ საკითხს, თითქოს, ჩვენ ამ ქმედებით ვაღიარეთ ის, რომ გასულ წელს ფარულობის დარღვევა რეალურად ხდებოდა, მაშინ, როდესაც ეს სიმართლეს არ შეესაბამება. იმიტომ, რომ ეს ქმედება განხორციელდა, რათა ზუსტად ეგეთი სპეკულაციებისგან დავიცვათ საარჩევნო გარემო და ამომრჩეველი, ამომრჩეველს ჰქონდეს თავდაჯერებულობა იმისა, რომ მისი ხმა, საარჩევნო კაბინაში შესვლიდან, დასრულებული აპარატში ბიულეტენის მოთავსებით, არის ფარული“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამომრჩეველსა და ბიულეტენს შორის ბმა არ არსებობს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც ამომრჩევლის მხრიდან და ვერც იქ მყოფი უფლებამოსილი პირების მხრიდან, ისევე, როგორც საარჩევნო კომისიის მხრიდან, ვერასდროს ვერ მოხდება იმის იდენტიფიცირება, თუ ვის მისცა ხმა კონკრეტულმა ამომრჩეველმა. მაგალითად, მე რომ თქვენ ახლა გკითხოთ, ვის მიეცით ხმა, რა თქმა უნდა, არ მიპასუხებთ, მაგრამ ვთქვათ, ხმა მიეცით X სუბიექტს, თქვენ ამ საკითხს ვერასდროს ვერ დამიმტკიცებთ, რადგან ბმა ამომრჩეველსა და ბიულეტენს შორის არ არსებობს, როგორც მაგალითად, ეს არსებობს საპრეზიდენტო არჩევნებისას, როდესაც საარჩევნო კოლეგისთვის განკუთვნილი ბიულეტენები არის პერსონიფიცირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ სამასივე წევრისთვის განსაზღვრულია ბიულეტენი და ყველამ იცის, კონკრეტულმა კოლეგიის წევრმა ვის მისცა ხმა. საპარლამენტო თუ თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში ეს ასე არ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენ უზრუნველყოფილი გვქონდა ჩარჩო ფორმის გამოყენება. ეს არის ჩარჩო ფორმა, რომელიც სხვათა შორის, აშშ-ში, რამდენიმე შტატში, სადაც იდენტური ფორმით ხორციელდება არჩევნების ჩატარება, საერთოდ არ იყენებენ და კაბინიდან როდესაც გამოაქვს ამომრჩეველს ბიულეტენი, მარტივად დანახვადია, თუ ვის მისცა ხმა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტრადიციული წესით ხორციელდება ხმის მიცემა, არ ხდება კონვერტის გამოყენება და ამომრჩეველი, რომელიც გამოდის კაბინიდან, პირდაპირ ათავსებს ბიულეტენს გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში და თუ იქვე დგას უფლებამოსილი პირი, მარტივად შესაძლებელია იდენტიფიცირება განხორციელდეს, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა.

„საერთაშორისო პრაქტიკას თავი დავანებოთ, ეს ჩარჩო ფორმის კონტექსტში ვისაუბრე, რომ ამის გამოცდილება იქაც არ არის, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენთან განსაკუთრებული მგრძნობიარობით გამოირჩევა არჩევნები და ამ რისკების გათვალისწინებით გვქონდა ჩვენს ზუსტად თავის დროზე ჩარჩო ფორმა დანერგილი; ასევე ის, რომ გადმობრუნებული სახით უნდა მოეთავსებინა ამომრჩეველს ბიულეტენი ჩარჩო ფორმაში და თუ ის სწორად მოათავსებდა ხმის მთვლელ აპარატში, ასეთ შემთხვევაში გამოჟონვის კვალის იდენტიფიცირებაც კი შეუძლებელი იყო, მაგრამ სულ რომ მოვხსნათ ჩარჩო ფორმა პროცესისგან, ამომრჩეველმა ბიულეტენი პირდაპირ გამოიტანოს საარჩევნო კაბინიდან და ფიქსირდებოდეს გამოჟონვის კვალი, ანუ, მარკერის უკანა მხარეს გამოსვლის კვალი, შეუძლებელია, ვინმემ რამენაირად დაადგინოს, ეს უკანა მხარეს გამოსული კვალი რომელი სუბიექტისთვის არის მიცემული“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, კვლავ გაჩნდა სპეკულაციები, რომ თითქოს, ისევ შეიძლება, გამოჟონოს და ცესკომ რომ საფარი შემოიტანა, თურმე, ეს არის აღიარებითი ჩვენება, რაც არცერთ შემთხვევაში არ შეესაბამება სიმართლეს.

„მე პირდაპირ გეუბნებით აგერ, რომ გამოჟონვის კვალი შეიძლება, ისევ არსებობდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არც მაშინ, არც დღეს და არც მომავალში არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ შეიძლება გაიგოს, კონკრეტულმა ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა“, - აცხადებს კალანდარიშვილი.

მისივე თქმით, ერთ-ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ ფარულობასთან გამოთქმულ წუხილებს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში დადასტურებულ შემთხვევებს იმის თაობაზე, რომ სადმე ფარულობა ირღვეოდა.

„საუბარი არის კომპრომატირებულ შემთხვევებზე, ალბათობაზე იმის თაობაზე, თითქოს, ალბათობა არსებობდა სადმე ფარულობის დარღვევის, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ის, რომ ფარულობა ირღვეოდა“, - დასძინა კალანდარიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759513336

ახალი ამბები

შსს: მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია გამოკითხვაზე

შს სამინისტრო მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ი...

 შსს

1759511027

ახალი ამბები

ცესკოში საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. სად...

ცესკოში საერთაშორისო დამკვირვებელი

1759510476

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი მოეწყობა, რაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის

დღეს მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი მოეწყობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის გახსნის ღო...

ირაკლი კობახიძე

1759509726

ახალი ამბები

ცესკოს ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მყოფ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას ცესკო ავრცე...

ცესკოს ხელმძღვანელი პირები

1759507918

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: რეზოლუციებს საქართველოში ხუთწუთიანი ეფექტი აქვს, ვნახავთ, ჯერ ჩავისუნთქავთ, შემდეგ ამოვიოხრებთ და მივხვდებით, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთ სასწაულ სისულელეს ისმენს

 რეზოლუციებს საქართველოში ხუთწუთიანი ეფექტი აქვს, ვნახავთ, ჯერ ჩავისუნთქავთ, შემდეგ ამოვიოხრებთ და მივხვდებით, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთ სასწაულ სისულელეს ისმენს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდო...

შალვა პაპუაშვილი