ირაკლი კირცხალია: „ქართულ ოცნებას“ გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ, რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვსაუბრობდით სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება?

„ქართულ ოცნებას“ გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ და მელაპარაკებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვსაუბრობდი სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება?“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

ირაკლი კირცხალიამ  უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - „როგორ შეგიძლიათ აგვისტოს ომზე ისაუბროთ ისე, რომ რუსეთზე არაფერი თქვათ და ისაუბროთ „ნაციონალურ მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობებზე?“

მისივე თქმით, 2008 წლის ომთან დაკავშირებით მათი ბრალეულობა არაერთხელ დადასტურდა.

„სტრასბურგის გადაწყვეტილებებს რომ დავუბრუნდეთ, გადახედეთ, ბოლო გადაწყვეტილებას, სადაც ჩვენი ხელისუფლების დროს ვასწორეთ წლების განმავლობაში და ღირსება დავუბრუნეთ მათივე მხრიდან ღირსებააყრილ ჩვენ ჯარისკაცებს. რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია. ეს იცის ყველამ. ისიც კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ თუ დავიწყებთ რუსეთთან საუბარს, ერთი პირობით - პირველი საკითხი უნდა იყოს დეოკუპაცია და დეოკუპაციის დაწყების შემდეგ ნებისმიერ საკითხზე ვართ სასაუბროდ მზად.

როდესაც სტრასბურგს აგვისტოს ომთან მიმართებით მიხსენებ, ვინც მესიჯი მოგწერა ეს კითხვა დაუსვიო, უნდა უთხრა იმას, რომ ეს ჩვენთვის - ნაციონალურ მოძრაობისთვის წამგებიანი პოზიციაა და აღარ დამასმევინოთ ეს კითხვა-თქო. ყველამ უნდა ამობეჭდოთ ის რეზოლუცია, როგორ გაყიდეთ ჩვენი ქვეყანა, როგორ მოაწერეთ ხელი ამ ყველაფერს. წლების განმავლობაში ასობით საგამოძიებო მოქმედება დაგვჭირდა, მათ შორის გადამალული საბრძოლო მასალის ნაწილების შესახებ, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო დამალული.

ქართულ ოცნებას გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ და მელაპარაკები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. პირადად ამ გუნდის დამსახურებაა, რომ ის ღალატი, რომელიც ამ უსამშობლოებმა სხვადასხვა ინსტიტუციაში გააფორმეს, ამას წერტილი დავუსვით და ქვეყანას ღირსება დავუბრუნეთ. და ჩვენ გვეუბნებით, რომ რუსეთზე [არ ვსაუბრობთ] რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? სირცხვილია ამ კითხვის დასმა. როგორ დადგა ეს შედეგები? ბერლინზე ვსაუბრობდი სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება? ყოველი წლის აგვისტოში კიდევ ერთხელ ღალატობთ ქვეყანას. ყოველდღე და ყოველ წუთს ყიდის თქვენი პარტია სამშობლოს. 2008 წელს სააკაშვილმა სამშობლო გაყიდა, ქვეყნის ტერიტორიები გადააბარა. ფაქტია, მათ ხელში ქვეყანაში ოკუპანტი შემოვიდა და ჩვენი დების და ძმების სისხლი დაღვარეს. ამ ყველაფერს კი სათავეში კოლექტიური ნაცმოძრაობა ედგა“, - განაცხადა კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785926162

ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენს ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკავშირებადობის განვითარებისთვის

„საგარეო პოლიტიკური კუთხით გასული 2 თვე იყო საკმაოდ აქტიური საქართველოს მთავრობისთვის. განსაკუთრებით ვაქტიურობდით ცენტრალური აზიის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...

ირაკლი კობახიძე

1785925209

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ძალიან ამაზრზენ სანახაობად გადაიქცა ქალბატონების ეს ჭიდილი, ბრწყინვალე ნანას და თინას ჭიდილი, მიშას კარზე თუ ვინ გახდება ე.წ. თავმჯდომარე

„ძალიან ამაზრზენ სანახაობად გადაიქცა ქალბატონების ეს ჭიდილი, ბრწყინვალე ნანას და თინას ჭიდილი, მიშას კარზე ვინ გახდება ე.წ. თავმჯდომარე“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხ...

ირაკლი კირცხალია

1785924951

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: პრემიერის წერილი და ოპოზიციის ქმედებები გვახსენებს, როდესაც საქართველოში სისხლის ღვრა იყო, სააკაშვილი და მისი დამქაშები როგორ დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ თუ ეთერ-ეთერ და გვიხსნიდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთთან თანამშრომლობა

„პრემიერის წერილი და ოპოზიციის ქმედებები კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, ფორმალურად თავიანთ ქვეყანაში, ფორმალურად - იმიტომ, რომ აგენტს სამშობლო არ გააჩნია - როდესაც სისხლის ღვრა იყო, სრულიად 100%-...

ირაკლი კირცხალია

1785922337

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება - თითქოს, აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ - არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე

„გიორგი ბარამიძე და მისნაირი „ნაცგობლინები“ პირდაპირ ასრულებენ ოკუპანტი კრემლის დაკვეთას. კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებებით საქართველოს, მისი თავდაცვის ძალებისა და მებრძოლების დისკრედი...

გია აბაშიძე

1785922119

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი – როცა ვამბობდით, რომ სტრატეგიული ობიექტების გადაცემა არ შეიძლება არც რუსეთისთვის და არც სხვისთვის, „ნაცმოძრაობა“ აცხადებდა, ფულს სუნი არ ასდისო, დღეს მსოფლიოში ვითარება შეიცვალა

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ მოსა...

გიორგი ვოლსკი