პრემიერი: ჩვენს ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკავშირებადობის განვითარებისთვის
„საგარეო პოლიტიკური კუთხით გასული 2 თვე იყო საკმაოდ აქტიური საქართველოს მთავრობისთვის. განსაკუთრებით ვაქტიურობდით ცენტრალური აზიის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პერიოდში განხორციელდა სამი ვიზიტი უმაღლეს დონეზე შუა აზიის სამ ქვეყანაში - ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში.
„ასევე, შედგა შუა აზიის ორი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტები საქართველოში, ეს იყო უზბეკეთის ადა თურქმენეთის პრეზიდენტების ვიზიტები. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები ყაზახეთთან და უზბეკეთთან. რა თქმა უნდა, ამ შეთანხმებებს, ზოგადად ჩვენს თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა და ასევე, განსაკუთრებული ეკონომიკური დატვირთვაც. საქართველო 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან. აქედან გამომდინარე, ჩვენს ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკავშირებადობის განვითარებისთვის. მომავალშიც, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1785925444
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ქართულ ოცნებას“ გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ, რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვსაუბრობდით სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება?
„ქართულ ოცნებას“ გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ და მელაპარაკებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვ...
1785925209
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ძალიან ამაზრზენ სანახაობად გადაიქცა ქალბატონების ეს ჭიდილი, ბრწყინვალე ნანას და თინას ჭიდილი, მიშას კარზე თუ ვინ გახდება ე.წ. თავმჯდომარე
„ძალიან ამაზრზენ სანახაობად გადაიქცა ქალბატონების ეს ჭიდილი, ბრწყინვალე ნანას და თინას ჭიდილი, მიშას კარზე ვინ გახდება ე.წ. თავმჯდომარე“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხ...
1785924951
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: პრემიერის წერილი და ოპოზიციის ქმედებები გვახსენებს, როდესაც საქართველოში სისხლის ღვრა იყო, სააკაშვილი და მისი დამქაშები როგორ დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ თუ ეთერ-ეთერ და გვიხსნიდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთთან თანამშრომლობა
„პრემიერის წერილი და ოპოზიციის ქმედებები კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, ფორმალურად თავიანთ ქვეყანაში, ფორმალურად - იმიტომ, რომ აგენტს სამშობლო არ გააჩნია - როდესაც სისხლის ღვრა იყო, სრულიად 100%-...
1785922337
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება - თითქოს, აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ - არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
„გიორგი ბარამიძე და მისნაირი „ნაცგობლინები“ პირდაპირ ასრულებენ ოკუპანტი კრემლის დაკვეთას. კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებებით საქართველოს, მისი თავდაცვის ძალებისა და მებრძოლების დისკრედი...
1785922119
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი – როცა ვამბობდით, რომ სტრატეგიული ობიექტების გადაცემა არ შეიძლება არც რუსეთისთვის და არც სხვისთვის, „ნაცმოძრაობა“ აცხადებდა, ფულს სუნი არ ასდისო, დღეს მსოფლიოში ვითარება შეიცვალა
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ მოსა...































