ირაკლი ზარქუა: არავის მივცემთ საშუალებას, რომ უკრაინის მსგავსად აქ პოლიგონი მოგვიწყონ

მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, გარკვეული ძალები უკრაინასა და საქართველოს გეოპოლიტიკურ ბრძოლაში მსხვერპლად და „პოლიგონად“ მოიაზრებენ, რათა ომის გზით რუსეთი დაასუსტონ.

როგორც მმართველი გუნდის დეპუტატი აღნიშნავს, იგეგმებოდა საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნაც.

ზარქუამ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ხალხის ნდობისა და ერთიანობის წყალობით უცხოური დაფინანსებისა და გავლენის მქონე ჯგუფების გეგმები ჩაიშალა.

„ბუნებრივია, ისინი ასე უყურებენ უკრაინას, ზვარაკად უნდა შეეწიროს. ზვარაკად უნდა შესწირვოდა საქართველოც, ასე გვიყურებდნენ ჩვენც, რომ ჩვენ მეორე ფრონტი გაგვეხსნა, რომ ჩვენ უნდა დაგვეღალა ომში რუსეთი, ჩვენ და უკრაინას. ამ მსოფლიო გადანაწილებაში ეს ჩვენზე უნდა გასულიყო, პოლიგონად უნდა ქცეულიყო საქართველო და უკრაინა. ასე უყურებენ.

ამიტომაც კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა ვუთხრათ ჩვენს ხალხს იმ ნდობისთვის და გვერდში დგომისთვის. რომ არა მათი მხარდაჭერა, იმდენი ხალხი იყო ჩართული, იმხელა ორგანიზაციები და დაფინანსებები იყო ჩართული ამ უსამშობლოებში, რომ გაგვიჭირდებოდა.

ჩვენ გვენდო ჩვენი ხალხი, გვენდო ერი და ბერი და ამიტომაც დაიდო ის შედეგი, რაც არის.

რეფერენდუმი დაარქვეს 2024 წლის არჩევნებს, გახსოვთ, და დამარცხდნენ, ქართველ ხალხთან დამარცხდნენ ეს უსამშობლოები, იმიტომ, რომ მართლები ვართ. არავის მისცემენ საშუალებას, რომ საქართველო გამოიყენონ თავიანთი ინტერესების დასაცავად; არავის მისცემენ საშუალებას, რომ უკრაინის მსგავსად აქ პოლიგონი მოგვიწყონ უცხო ძალებმა და უცხო გავლენის აგენტებმა“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789732049

ახალი ამბები

ბერლინში „ფეისბუკ“- პოსტის გამო ოპოზიციის აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ოპოზიციის აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ბერლინში იმყოფება, ამბობს, რომ გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამ...

აქტივისტი

1789731720

ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა იმისათვის, რომ არცერთ უცხოურ ძალას არ ჰქონდეს საქართველოში აგენტურული საქმიანობის თავისუფლად წარმოების საშუალება

„ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ...

ირაკლი კობახიძე

1789731638

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს

„სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მა...

ირაკლი კობახიძე

1789730982

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე: ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური შინაარსის შეხვედრა, ვინაიდან არმაზ ახვლედიანი არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი

„ამ ყველაფერს გრანტების მიღების ნაწილში თანხმობა სჭირდებოდა. ალბათ დაინტერესდება შესაბამისი უწყება და სამსახური, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუ...

ირაკლი ზარქუა

1789730946

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „ნამოხვანის“ პროექტის განხილვისას აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და სახელმწიფო არის პრინციპულად გაძლიერებული

„როდესაც განიხილებოდა „ნამოხვანის“ პროექტი, მაშინ აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და ხელისუფლება და სახელმწიფო არის პრინ...

ირაკლი კობახიძე