კახა კალაძე: მთაწმინდის ფერდზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ფილტვებია, ყველაფერი მოწესრიგებულია - აუცილებლად ყველამ უნდა ნახოს, რა გაკეთდა და რა სილამაზეა
თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს“ შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე პროექტი - „თბილისის ურბანული ტყე“, დასრულების ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში, უკვე აღდგა 700 ჰექტარამდე ტერიტორია, განახლდა 45 კმ-მდე საფეხმავლო და ველობილიკები, მათ შორის, მოეწყო 20 კმ-მდე ახალი ბილიკი.
თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და ფონდ „ქართუს“ დირექტორ ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად მთაწმინდის ფერდზე იმყოფებოდა, სადაც ჩატარებულ მასშტაბურ სამუშაოებს გაეცნო და ნერგები დარგო.
„საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს. წლების წინ აღნიშნულ ფერდზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ფილტვებია, ხე-მცენარეებმა ხმობა დაიწყო და მას მოწესრიგება სჭირდებოდა. ტერიტორია ძალიან დიდია, 700 ჰექტარზეა საუბარი. ფერდზე წლების წინ არსებული სარწყავი სისტემა 1990-იან წლებში მთლიანად განადგურებული, გაუბედურებული იყო, რომლისგან არაფერია დარჩენილი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სარწყავი სისტემა მოწესრიგებულია, გაკეთებულია შესაბამისი ავზები და ტერიტორია წყლით მარაგდება. აუცილებლად ყველამ უნდა ნახოს, რა სილამაზეა და რა გაკეთდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს იმიტომ, რომ ქალაქისთვის მსგავსი პროექტის განხორციელება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამ დროისთვის, დაახლოებით, 25 მლნ ლარია დახარჯული სამუშაოების განხორციელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, პროექტის მიმდინარეობისას მოიჭრა 52 000 გამხმარი ხე, მოეწყო ოთხი ჭაბურღილი, რომელიც 200 ჰექტარამდე ტერიტორიას სარწყავი სისტემით ამარაგებს. ასევე, რეკრეაციული მიზნებისთვის მოეწყო მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა - ძელსკამები, გადმოსახედები, მოსასვენებელი პავილიონები, თავშესაფრები და ფრინველებზე დაკვირვების ქოხი, რომელიც მაქსიმალურად არის შერწყმული არსებულ ლანდშაფტსა და რელიეფთან.
პროექტის ფარგლებში, ასევე გამოყენებულია ფრინველების ბუნებაში დაბრუნებისა და გამრავლების უნიკალური მეთოდი. კერძოდ, ჭორვილის ეროვნული საშენიდან სპეციალურად მოწყობილ დროებით ვოლიერში განთავსდა ინკუბატორში გამოზრდილი კოლხური ხოხობი და კაკაბი. ერთთვიანი ადაპტაციის შემდეგ, ვოლიერის სახურავი იღება და ფრინველების, დაახლოებით, 80% ტოვებს ვოლიერს, თუმცა ისინი მიმდებარე ტერიტორიას არ ცდებიან. შედეგად, ბილიკებზე მოსეირნე მოქალაქეებს ფრინველების ნახვის შესაძლებლობა აქვთ.
დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ფონდი განვითარება და გარემოს“ დირექტორი გოჩა კობერიძე და მისი თავმჯდომარე თემურ ტყემალაძე იმყოფებოდნენ.
1783061728
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედე...
1783060454
ახალი ამბებიცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს....
1783060385
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირს ჩინეთთან წლიურად 700 მილიარდის სავაჭრო ბრუნვა აქვს, ჩვენ კი ჩინეთთან ურთიერთობის გამო გვაკრიტიკებენ, რაც შეეხება ირანს, მათაც მოგვისამძიმრეს პატრიარქის გარდაცვალება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკა. მან აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო სივრცეში უკვე 4 წელია სწორი გზით...
1783059702
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი, დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხად...
1783059531
ახალი ამბებიკახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი
„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, პირადად ჩემთვის, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები და რას ემ...































