გურამ მაჭარაშვილი - ჰააგასა და სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ პროცესები გვაქვს მოგებული, რით ვერ გაიგეს, დაშინება აღარ გამოდის, სადაც უნდათ, იქ იჩივლონ, სიმართლეა ჩვენს მხარეს

„ჯერ კიდევ 2022 წლიდან ვსაუბრობთ, „დიფ სთეითი“ იბრძვოდა იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება უკანონოდ შეეცვალა, სუვერენიტეტი წაეღო და შემდეგ რაც უნდოდა, გაეკეთებინა, ომის დაწყება იქნებოდა თუ სხვა რამ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა და სხვა თანამდებობის პირებმა დაადასტურეს, რომ საქართველოზე ნამდვილად იყო ზეწოლა.

„მოსკოვის მექანიზმის“ საფუძველზე ეუთო-ს ანგარიშში წერია, რომ სამშობლოს ღალატის მუხლი გააუქმეთო, გამჭვირვალობის კანონზე უარი თქვით და საქართველოში შავი ფული უცხოური ძალებიდან უნდა შემოვიდეს და ეს უნდა იცოდეთო. ასევე ოჯახური ღირებულება გააუქმეთ, კაცების ქორწინება დააკანონეთო. რეალურად გვეუბნებიან, რომ სუვერენიტეტი ჩვენ გადმოგვეცით, ჩვენ უკეთ ვიცით, საქართველო როგორ უნდა იმართოსო. ამას სამიათასწლიან ქვეყანას გვეუბნებიან. ჩვენი ქვეყანა ამისთვის იბრძოდა? მეოცე საუკუნეში სუვერენიტეტი თუ ძალით წაიღეს, ახლა გვეუბნებიან, თქვენი ნებით ჩააბარეთ, თორემ, ძალით წავიღებთო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნიდან გამომდინარე, საქართველოს წინააღმდეგ ჰააგას სასამართლოს თუ მიმართავენ, რა პოზიცია ექნება ქვეყნის ხელისუფლებას, გურამ მაჭარაშვილი პასუხობს, რომ სადაც უნდათ, იქ იჩივლონ.

„გვახსოვს ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებული ბევრი გადაწყვეტილება, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით. რუსეთს ახლა ყველა რომ ეხუტება და ამერიკამ რუსულ ნავთობზე სანქციები საერთოდ მოხსნა, მაგრამ ჰააგა სხვანაირსდ ფიქრობს. ჩემთვის საერთაშორისო ორგანიზაციები საპატივცემულოა, თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივს სცემს. სხვათა შორის, ჰააგასა და სტრასბურგში მოგებული გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ პროცესები. რით ვერ გაიგეს, დაშინება აღარ გამოდის. თუ არ ვცდები, ამერიკამ 600-მდე ორგანიზაცია დატოვა, მათ შორის ვენეციის კომისია. იმ მიზნით დატოვა, რომ მავნე საერთაშორისო ორგანიზაციები არიანო. რით გვემუქრებიან, მავნე საერთაშორისო ორგანიზაციები რას გააკეთებენ. სადაც უნდათ, იქ იჩივლონ, სიმართლეა ჩვენს მხარეს, სიმართლე კი, ყოველთვის იმარჯვებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773384773

ახალი ამბები

გორდულაძე: ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას - უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები გასცენ შემდეგ კითხვებს: უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის კანონი, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი?

ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს, - წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთ...

არჩილ გორდულაძე

1773383202

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2006 წელს დაბადებული ნ.გ. და 2007 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩა...

შსს - დაკავება

1773382379

მსოფლიო

მაკრონი: ერაყში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ერაყის ერბილის რეგიონში დრონით თავდასხმის შედეგად  ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. „ჩვენი რამდენიმე ჯარისკაცი დაიჭრა. საფრა...

ემანუელ მაკრონი

1773380956

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: ეს დოკუმენტი არის „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილისა და მათი ბრიუსელელი მხარდამჭერების ოცნებების სია

ეს დოკუმენტი არის ნაციონალური მოძრაობის, მიხეილ სააკაშვილის და მათი ბრიუსელელი მხარდამჭერების ოცნებების და ზღაპრების სია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მა...

ლევან მახაშვილი:

1773379120

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიცია არის ბოლომდე განულებული, გამარგინალებული და ბოკუჩავა იქნება თავმჯდომარე, თუ სანიკიძე, ეს არაფერს შეცვლის

მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არის ბოლომდე განულებული, გამარგინალებული, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატი გამოეხმაურა „ნაც...

ლევან მაჭავარიანი