ილია ინჯია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: საქართველოს სუვერენიტეტი არ იყიდება!

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერი ილია ინჯია ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას ეხმაურება.

როგორც ვიცე-სპიკერი წერს, ვერანაირი რეზოლუცია, ანგარიში, თუ პოლიტიკური ზეწოლა ვერ აიძულებს საქართველოს, უარი თქვას საკუთარ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე.

„საქართველოს სუვერენიტეტი არ იყიდება!

საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია!

მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო წლებში, თავად დასავლეთი საკუთარი სუვერენიტეტის გასამყარებლად აკოპირებს, პრაქტიკაში ახორციელებს და საკუთარ კანონმდებლობაში ასახავს იმგვარ ნორმებსა და რეგულაციებს, რომელთა მიღებასაც დღეს საქართველოში აკრიტიკებენ.

ორმაგი სტანდარტები მიუღებელია!

ჩვენი ქვეყნის კანონებს იღებს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ისინი ეფუძნება სწორედ ქართველი ხალხის ნებას.

ვერანაირი რეზოლუცია, ანგარიში, თუ პოლიტიკური ზეწოლა ვერ აიძულებს საქართველოს, უარი თქვას საკუთარ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე.

სამწუხაროა, რომ გარე ძალებს ამ პროცესში ეთანხმება შიდა, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უცხოეთის კაბინეტებში ასაჩივრებს.

საქართველოს აქვს მკაფიო პასუხი - ჩვენი ქვეყნის მომავალი განისაზღვრება თბილისში და არა უცხოეთის დედაქალაქებში!

საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და მის მომავალს გადაწყვეტს მხოლოდ ქართველი ხალხი“, - წერს ილია ინჯია.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773391516

მსოფლიო

The Telegraph: ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ბულგარეთის მიერ ტრანსგენდერი პირებისთვის დაბადების მოწმობაში სქესის შეცვლის აკრძალვა ევროპულ კანონმდებლობას არღვევს

ბულგარეთის მიერ ტრანსგენდერი პირებისთვის დაბადების მოწმობაში სქესის შეცვლის აკრძალვა ევროპულ კანონმდებლობას არღვევს, - დაადგინეს ევროკავშირის მოსამართლეებმა პრეცედენტულ სასამართლო საქმეში. The Telegra...

ტრანსგენდერი პირები

1773389317

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი - ჰააგასა და სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ პროცესები გვაქვს მოგებული, რით ვერ გაიგეს, დაშინება აღარ გამოდის, სადაც უნდათ, იქ იჩივლონ, სიმართლეა ჩვენს მხარეს

„ჯერ კიდევ 2022 წლიდან ვსაუბრობთ, „დიფ სთეითი“ იბრძვოდა იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება უკანონოდ შეეცვალა, სუვერენიტეტი წაეღო და შემდეგ რაც უნდოდა, გაეკეთებინა, ომის დაწყება იქნებოდა თუ სხვა რა...

გურამ მაჭარაშვილი

1773388504

მსოფლიო

თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში მიწისძვრა მოხდა

13 მარტის ღამეს თურქეთის ჩრდილოეთით, ტოკატის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Hurriyet Daily News-ი ავრცელებს. ბიძგები გამთენიას, ადგილობრივი დროით 03:35 საათზე დაფ...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

1773387062

ახალი ამბები

გეგეჭკორი: იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც „მოსკოვის მექანიზმს“ უჭერენ მხარს, იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეშიო და გინდ მოსკოვის მექანიზმები მიიღონ, გინდ ბრიუსელის, ამ ქვეყანას ვეღარ მოაჯდებიან თავზე

იგივე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ მოსკოვის მექანიზმს უჭერენ მხარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეში, კლინიკაში გადაიყვანეთო და ამ დროს სააკაშვილი...

ლიზა გეგეჭკორი

1773384773

ახალი ამბები

გორდულაძე: ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას - უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები გასცენ შემდეგ კითხვებს: უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის კანონი, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი?

ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს, - წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთ...

არჩილ გორდულაძე