არჩილ გორდულაძე - არსებობენ ძალები, რომელთაც ამ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვა უნდათ, გადაწყვიტონ, რა არის საქართველოსთვის კარგი და ცუდი, რასაც ევროპარლამენტიდან ვხედავთ
ევროპარლამენტის უკვე მერამდენე რეზოლუციაში წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ავადაა და პტიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, ეს იმ დროს ხდება, როცა სააკაშვილი ამბობს, რომ კარგადაა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც გვახსოვს, რომ მან უდა მიირთვას საჭმელი და კარგად გახდებაო.
„ამ ადამიანმა ჭამა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუმჯობესდა. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მარკეტა გრეგოროვა ელენე ხოშტარიაზე საუბრობს, რომელმაც არც კი იცის, რომ ის რუსეთის ბიუჯეტიდან რუბლებით ფინანსდება, მაგრამ თურმე, „იმედზე“ სანქციის დაწესება და თავდასხმა კარგია და ეს კარგად იცის. სამწუხაროდ, ძალები არსებობენ, რომელთაც ამ ქვეყნის დაშანტაჟება და პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვა უნდათ, თან ისე, რომ თავად გადაწყვიტონ, რა არის საქართველოსთვის კარგი და ცუდი. ეს არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, რასაც სამწუხაროდ, ევროპარლამენტიდან ვხედავთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო სახელწოდებით – „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“. რეზოლუციაში, მათ შორის, წერია, რომ „ევროპარლამენტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები გახდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო“.
1773388504
მსოფლიოთურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში მიწისძვრა მოხდა
13 მარტის ღამეს თურქეთის ჩრდილოეთით, ტოკატის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Hurriyet Daily News-ი ავრცელებს. ბიძგები გამთენიას, ადგილობრივი დროით 03:35 საათზე დაფ...
1773387062
ახალი ამბებიგეგეჭკორი: იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც „მოსკოვის მექანიზმს“ უჭერენ მხარს, იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეშიო და გინდ მოსკოვის მექანიზმები მიიღონ, გინდ ბრიუსელის, ამ ქვეყანას ვეღარ მოაჯდებიან თავზე
იგივე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ მოსკოვის მექანიზმს უჭერენ მხარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეში, კლინიკაში გადაიყვანეთო და ამ დროს სააკაშვილი...
1773384773
ახალი ამბებიგორდულაძე: ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას - უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები გასცენ შემდეგ კითხვებს: უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის კანონი, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი?
ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს, - წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთ...
1773383202
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2006 წელს დაბადებული ნ.გ. და 2007 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩა...
1773382379
მსოფლიომაკრონი: ერაყში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ერაყის ერბილის რეგიონში დრონით თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. „ჩვენი რამდენიმე ჯარისკაცი დაიჭრა. საფრა...































