The Telegraph: ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ბულგარეთის მიერ ტრანსგენდერი პირებისთვის დაბადების მოწმობაში სქესის შეცვლის აკრძალვა ევროპულ კანონმდებლობას არღვევს
ბულგარეთის მიერ ტრანსგენდერი პირებისთვის დაბადების მოწმობაში სქესის შეცვლის აკრძალვა ევროპულ კანონმდებლობას არღვევს, - დაადგინეს ევროკავშირის მოსამართლეებმა პრეცედენტულ სასამართლო საქმეში.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ევროპის სასამართლომ (ECJ) განაცხადა, რომ ბულგარეთის უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს დაწესებული აკრძალვა ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის გადაადგილების თავისუფლების წესებს, რომლებიც ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა დგას.
საქმე ეხება „შიპოვას“ - ეს არის გამოგონილი სახელი ბულგარელი ადამიანისათვის, რომელიც მამაკაცად დაიბადა. შიპოვა გადავიდა იტალიაში, დაიწყო ჰორმონოთერაპია და ახლა ქალად არის წარმოდგენილი.
შიპოვას ბულგარეთში დაბადების მოწმობაში სქესის შეცვლის მოთხოვნა უარყოფილ იქნა, სამედიცინო მტკიცებულებების წარდგენის მიუხედავად, რამაც სამართლებრივი დავა გამოიწვია. ბულგარეთის სასამართლომ საქმე სამართლებრივი საფუძვლის გასარკვევად ევროპის სასამართლოს გადასცა, რათა დადგენილიყო, ეს აკრძალვა არღვევდა თუ არა ევროკავშირის კანონმდებლობას.
ლუქსემბურგში მდებარე სასამართლოს განცხადებით, რადგან შიპოვამ გამოიყენა გადაადგილების თავისუფლების უფლება, მას იცავს ევროკავშირის კანონები, რომლებიც გენდერულ იდენტობას იცავს.
„სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის რეალურ, ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული გენდერული იდენტობისა და იმ გენდერული მონაცემების შეუსაბამობა, რომლებიც მის პირადობის მოწმობაშია მითითებული, შეიძლება შეაფერხოს მისი გადაადგილების თავისუფლების გამოყენება“, - ციტირებს The Telegraph-ი ევროპის სასამართლოს.
გამოცემის ცნობითვე, ეს გადაწყვეტილება ახლა ბულგარეთის სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს საბოლოო განაჩენის გამოტანისას.
ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაში ტრანსგენდერ ადამიანებს შეუძლიათ, იურიდიულად შეცვალონ გენდერი პირადობის დოკუმენტებში, თუმცა პირობები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება.
1773387062
ახალი ამბებიგეგეჭკორი: იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც „მოსკოვის მექანიზმს“ უჭერენ მხარს, იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეშიო და გინდ მოსკოვის მექანიზმები მიიღონ, გინდ ბრიუსელის, ამ ქვეყანას ვეღარ მოაჯდებიან თავზე
იგივე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ მოსკოვის მექანიზმს უჭერენ მხარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეში, კლინიკაში გადაიყვანეთო და ამ დროს სააკაშვილი...
1773384773
ახალი ამბებიგორდულაძე: ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას - უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები გასცენ შემდეგ კითხვებს: უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის კანონი, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი?
ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს, - წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთ...
1773383202
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2006 წელს დაბადებული ნ.გ. და 2007 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩა...
1773382379
მსოფლიომაკრონი: ერაყში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ერაყის ერბილის რეგიონში დრონით თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. „ჩვენი რამდენიმე ჯარისკაცი დაიჭრა. საფრა...
1773380956
ახალი ამბებილევან მახაშვილი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: ეს დოკუმენტი არის „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილისა და მათი ბრიუსელელი მხარდამჭერების ოცნებების სია
ეს დოკუმენტი არის ნაციონალური მოძრაობის, მიხეილ სააკაშვილის და მათი ბრიუსელელი მხარდამჭერების ოცნებების და ზღაპრების სია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მა...






























