გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში, სახელმწიფო ტყეში.
ტერიტორიიდან ამოღებული და ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამის „საქმიან ეზოში“ გადატანილია „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის სახეობის 11 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2100 ლარზე მეტია.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
„ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. გამკაცრებული კანონმდებლობის, გაძლიერებული კონტროლისა და პრაქტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. თუმცა, რადგან ბრაკონიერობა გამოწვევად კვლავ რჩება, მკაცრი კონტროლი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. შედეგად, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 2025 წელს უკანონო ტყითსარგებლობის 300-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზვიად შურღაიამ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ, რათა დროულად მოხდეს ტყით უკანონო სარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია. მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტი ავრცელებს.
1773388504
მსოფლიოთურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში მიწისძვრა მოხდა
13 მარტის ღამეს თურქეთის ჩრდილოეთით, ტოკატის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Hurriyet Daily News-ი ავრცელებს. ბიძგები გამთენიას, ადგილობრივი დროით 03:35 საათზე დაფ...
1773387062
ახალი ამბებიგეგეჭკორი: იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც „მოსკოვის მექანიზმს“ უჭერენ მხარს, იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეშიო და გინდ მოსკოვის მექანიზმები მიიღონ, გინდ ბრიუსელის, ამ ქვეყანას ვეღარ მოაჯდებიან თავზე
იგივე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ მოსკოვის მექანიზმს უჭერენ მხარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეში, კლინიკაში გადაიყვანეთო და ამ დროს სააკაშვილი...
1773384773
ახალი ამბებიგორდულაძე: ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას - უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები გასცენ შემდეგ კითხვებს: უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის კანონი, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი?
ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს, - წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთ...
1773383202
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2006 წელს დაბადებული ნ.გ. და 2007 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩა...
1773382379
მსოფლიომაკრონი: ერაყში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ერაყის ერბილის რეგიონში დრონით თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. „ჩვენი რამდენიმე ჯარისკაცი დაიჭრა. საფრა...































