მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონ მგზავრზე გათვლილი სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა - აღნიშნული აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს
„2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას“, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა.
როგორც მინისტრმა თქვა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის მისი ოპერატორი 150 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რითაც გააორმაგებს გამტარუნარიანობას.
„მიმდინარე პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენი პარტნიორი, ოპერატორი კომპანია ინვესტიციას განახორციელებს დაახლოებით 150 მილიონი დოლარის იმისთვის, რომ არსებული 5-მილიონიანი მგზავრთნაკადის გამტარობის ტერმინალი გაფართოვდეს, გაორმაგდეს და მიაღწიოს 10 მილიონ მგზავრს. 2032 წლამდეა მნიშვნელოვანი ამ გამტარობის უზრუნველყოფა, რამეთუ 2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირების სრულ გადატანას ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში. ვაზიანის პროექტი - უმნიშვნელოვანესი და ძალიან სტრატეგიული ახალი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის. ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონ მგზავრზე გათვლილი სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რისთვისაც ჩვენ უკვე ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, პირველ რიგში კვლევები, ეკონომიკური მიზანშეწონილობის გეგმა აზიის განვითარების ბანკთან ერთად და სხვა მნიშვნელოვანი საავიაციო და ტექნიკურ-საინჟინრო კვლევები, რომლებმაც სახელმწიფოს მიაღებინა ასეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ვაზიანის აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს. იმდენად სწრაფად პროგრესირებს ამ პროექტზე მუშაობა“, - აღნიშნა მინისტრმა.
გადაცემაში სტუმრობისას მარიამ ქვრივიშვილმა შიდა აეროპორტებზე გაამახვილა ყურადღება.
„სრულიად ახალ შიდა აეროპორტს ავაშენებთ თელავში, რასაც ექნება დიდი გავლენა და დიდი დატვირთვა ზოგადად კახეთის რეგიონის განვითარებისთვის - განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის კუთხით. მეორეს მხრივ, ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი მესტიაში სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე. ამ ორ პროექტს ძალიან ელოდებოდა კახეთი, ისევე როგორც სვანეთი. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ახალი შენამატი ჩვენი შიდა სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.
1789110485
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 3 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამი...
1789108695
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახვა თავისი შესაძლებლობები - ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით
საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახვა თავისი შესაძლებლობები ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ეკ...
1789108610
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: მზად ვიქნებით, ოქტომბრის ბოლომდე გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი
„ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მომდევნო თვეში, ანუ ოქტომბრის თვის ბოლომდე, გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი“...
1789107118
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: რაც უფრო გამწვავდება ეს დაპირისპირება, უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ უფრო მეტი კომპრომატი ამოტივტივდება ზედაპირზე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკურად გაკოტრებული და განულებული ოპოზიციური ძალებ...
1789106372
მსოფლიოაშშ უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებს - 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა
შეერთებული შტატები უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებს - 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. ამ დღეს ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ წევრებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი...































