არჩილ გორდულაძე: ძალიან კარგია, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს ებრძვის, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პოლიტიკის ინტერესებში შედის

„ძალიან კარგია, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს ებრძვის. ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პოლიტიკის ინტერესებში შედის“, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ოპოზიციაში დაპირისპირებას.

ამჯერად ურთიერთბრალდებები ფინანსური გარიგების, მოსყიდვისა და გადაბირების ირგვლივ ისმის. კონფლიქტის მთავარი გმირები ანა წითლიძე და ნიკა გვარამია არიან. ახლების ლიდერი ისევ უარს ამბობს წითლიძესთან დებატებზე და მას ნულოვან პოლიტიკოსს უწოდებს.

„ძალიან კარგია, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს ებრძვის. ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებში, პოლიტიკის ინტერესებში შედის. მაგრამ ამას აქვს ორი განზომილება, რომელიც არაერთხელ გვითქვამს. ეს არის გადარჩენა „ნაც-გახარიელების“ და „ნაც-ლელოების“, ხოლო მეორე მხრივ, სუფრასთან კარგი, მსუყე ადგილის დაკავების მცდელობა იმ თანხებთან, რომლის შემოდინებაც საქართველოში ჩვენი გუნდის ინიციატივების შედეგად, ძალიან შემცირებულია.

თორემ განულებულები რომ არიან, ეს დასტურდება რევოლუციური მცდელობების ჩაფლავებით და არჩევნებში 10-ჯერ დამარცხებით.

ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ადამიანებმა, რომლებიც პოლიტიკაში არიან ჩართულები, თავი დაანებონ სიძულვილის ენის გავრცელებას“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789110485

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 3 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამი...

საგამოძიებო სამსახურმა

1789108695

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახვა თავისი შესაძლებლობები - ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით

საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახვა თავისი შესაძლებლობები ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ეკ...

მარიამ ქვრივიშვილი

1789108610

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: მზად ვიქნებით, ოქტომბრის ბოლომდე გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი

„ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მომდევნო თვეში, ანუ ოქტომბრის თვის ბოლომდე, გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი“...

მარიამ ქვრივიშვილი

1789107118

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: რაც უფრო გამწვავდება ეს დაპირისპირება, უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ უფრო მეტი კომპრომატი ამოტივტივდება ზედაპირზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკურად გაკოტრებული და განულებული ოპოზიციური ძალებ...

თორნიკე ჭეიშვილი

1789106372

მსოფლიო

აშშ უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებს - 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა

შეერთებული შტატები უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებს - 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. ამ დღეს ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ წევრებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი...

 11 სექტემბრის ტრაგედია