გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ საქართველოს განვითარებას
„საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ეუთოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული დეკლარაციის კომენტირებისას.
მაჭარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი უმრავლესობა აღარ სარგებლობს სანდოობით და მათ მიერ მიღებულ რეზოლუციებსა და დეკლარაციებს არ აქვს ფასი, ვინაიდან ამ დოკუმენტებში, კერძოდ საქართველოსთან მიმართებით მიღებულში, ცალსახად იკვეთება ორმაგი სტანდარტი.
„დღევანდელ მსოფლიოში, სამწუხაროდ, უმრავლესი საერთაშორისო ორგანიზაციის ავტორიტეტი და მნიშვნელობა, პრაქტიკულად, გამქრალია. მარტო ის რად ღირს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 600-მდე საერთაშორისო ორგანიზაცია დატოვა. გარდა ამისა, ამ ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი ძალიან ცუდ როლს ასრულებს დამოუკიდებელი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას რატომ უნდა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა? იმიტომ, რომ მისი უფლებები იყოს დაცული და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხარისხი ამაღლდეს და თუ ვინმე შეეცდება მის დაჩაგვრას, ამ ორგანიზაციებმა დაიცვან.
დღეს კი რას ვხედავთ - პირიქით, საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ საქართველოს განვითარებას. ამ დროს გამოდიან ევრობიუროკრატები - ევროკომისია, ევროპარლამენტი და ახლა უკვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და საპირისპიროს საუბრობენ ქვეყანაზე“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებით სახეზეა პირდაპირ გამოხატული ორმაგი სტანდარტი.
„საჯაროდ, უსირცხვილოდ საუბრობენ იმაზე, რომ ერთი და იგივე ვითარებაში, მხოლოდ საქართველოშია ცუდი მდგომარეობა და სხვაგან კარგი სიტუაციაა. ამას საქართველოში და მთელს მსოფლიოში ყველა ხედავს და სწორედ ამიტომ ვამბობ - ასეთი ტიპის რეზოლუციები ფასს კარგავს. კითხვაც დაისვა, თუ რატომ აქვთ ქართული დელეგაციის წევრებს მცდელობა არ ჩაიწეროს დეკლარაციაში ის, რისი ჩაწერაც ევრობიუროკრატებს სურთ. იმიტომ ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო არ გაუფასურდეს ამ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რეზოლუციების ავტორიტეტი საქართველოს საზოგადოების თვალში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1784027265
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...
1784025534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება
„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...
1784025434
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...
1784024628
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა
ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...
1784021760
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ
„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...































