ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და არ გვაინტერესებს საარჩევნო წელია თუ არა საარჩევნო წელი, ჩვენ რაც გვაქვს შესასრულებელი, ამ ყველაფერს ვასრულებთ, ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას
„ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და არ გვაინტერესებს საარჩევნო წელია თუ არა საარჩევნო წელი. ჩვენ რაც გვაქვს შესასრულებელი, ამ ყველაფერს ვასრულებთ, ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, რომ 2029 წელს ნული იყოს სიღარიბის და უმუშევრობის მაჩვენებლები.
„საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და არ გვაინტერესებს საარჩევნო წელია თუ არა საარჩევნო წელი. ჩვენ რაც გვაქვს შესასრულებელი, ამ ყველაფერს ვასრულებთ. ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას. უფრო სუვერენული და დამოუკიდებელი ხდება საქართველო თითოეული ჩვენი ნაბიჯიდან გამომდინარე. ჩვენს ქვეყანაში დაცულია მშვიდობა და სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ქართველები კარგად იაზრებენ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით არის ამ ყველაფრის გარანტი და ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ის სიღარიბე, რაც არის დღეს დარჩენილი, დაახლოებით 300 ათასი ადამიანი, რომელიც 2012 წელს მილიონ 100 ათასზე მეტი იყო. კი, 300 ათასიც ბევრია ჩვენი ზომის ქვეყნისთვის, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მილიონ 100 ათასიდან ჩამოვიდა 300 ათასამდე.
ჩვენი ამოცანაა, რომ 2029 წელს ნული იყოს სიღარიბის და უმუშევრობის მაჩვენებლები. თუ ეს მავნებლები[ოპოზიცია] ხელს იმით შეგვიწყობენ, რომ მინიმუმ ამდენ მავნებლობას არ ჩაიდენენ, სულ საბოტაჟირების, ჯანჯღარის რეჟიმში არ იქნებიან, დაასანქცირე ჩემი ქვეყანა, პეტიციები, ბიზნესი დაიხუროს, მოდი ახლა კურსი ავარდეს და ასეთ მოღალატეობრივ საქციელს თუ არ ჩაიდენენ, უფრო დაჩქარდება ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი“, - აღნიშნა მან.
1784030103
ახალი ამბებიპრემიერი: გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური
უხეში დათვლით, დაახლოებით, 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, - განაცხადა საქართველ...
1784028158
ახალი ამბებიპრემიერი: ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა
„სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა“,...
1784027265
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...
1784025534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება
„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...
1784025434
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...






























