ლევან მაჭავარიანი: კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამდი ჩვენსა და აშშ-ს შორის აბსოლუტურ თანხვედრას იდეოლოგიურ ნაწილში, ჩვენს შეფასებებში, იგივე ევრობიუროკრატების მიმართ, ამიტომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, რომ რეალური პარტნიორობა დაიწყება

„ჩვენ კონტაქტი ყველასთან გვაქვს და მით უმეტეს ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც იდეოლოგიურ თანხვედრაში არიან ჩვენთან. ამ მხრივ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამდი ჩვენსა და აშშ-ს შორის აბსოლუტურ თანხვედრას ღირებულებების, იდეოლოგიურ ნაწილში, ჩვენს შეფასებებში, იგივე ევრობიუროკრატების მიმართ“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისივე თქმით, რასაც „ქართული ოცნება“ ევრობიუროკრატებზე საუბრობს, ანალოგიური აშშ-მა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ასახა. მაჭავარიანის განმარტებით, მათთან სრული თანხვედრაა უკრაინაში ომთან დაკავშირებით, გარე ჩარევებზე და სხვა საკითხებში.

„შესაბამისად, სრული თანხვედრაა და ამიტომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, რომ რეალური პარტნიორობა დაიწყება. პირველ რიგში გამოვყოფდი ღირებულებით ნაწილში თანხვედრას. ვისაც სურს მშვიდობა და არ უნდა ომი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ასეთთან მჭიდრო კავშირი გვაქვს და ვისურვებდით, ნებისმიერ ქვეყანაში მმართველი პარტია იქნება, თუ ხელისუფლება ყველა ამ იდეოლოგიით გამოდიოდეს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783537899

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: „ლელოს” წევრები საკუთარ თავს „ტოპ ტვინებს“ უწოდებენ და თავის გონებაში დაასკვნეს, რომ თურმე საქართველოს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ სტრატეგიული ობიექტი ააშენოს და, მით უმეტეს, თავად მართოს - სწორედ ეს არის მონური აზროვნება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ლელოს“ წარმომადგენლების მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სტრატეგიული ობიექტის საკუთრები...

გურამ მაჭარაშვილი

1783536108

ახალი ამბები

კულტურის სამინისტრო: ტარიელ ჭანტურიას პოეზია და მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობა ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა

კულტურის სამინისტრო პოეტ ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს. „მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი პოეტის, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო. ტარიელ ჭანტურიას პოეზია და მრავალ...

ტარიელ ჭანტურია

1783535376

ახალი ამბები

კახა კალაძე ტარიელ ჭანტურიაზე: თბილისს გამოაკლდა კაცი, რომელიც თავისი ცხოვრებით და შემოქმედებით საოცრად ამდიდრებდა და ავსებდა დედაქალაქს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც იგი აღნიშნავს, თბილისს გამოაკლდა კაცი, რომელიც თავისი ცხოვრებით და შემოქმედებით საოცრად ამდიდრებდა და ავს...

კახა კალაძე

1783531994

საზოგადოება

მარნეულში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. MarneuliNews.ge-ის ცნობით, დაღუპულია მარნეულის მერის ყოფილი მოადგილის, ზურა ფანგანის ძმა, ლაშა ფანგანი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხად...

ყვითელი ლენტი

1783531143

საზოგადოება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა გაცემული არ არის

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა გაცემუ...

მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო