გურამ მაჭარაშვილი: საქართველოსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ქვეყნის გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი პოზიცია იქნება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკა თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს განსაზღვრავს და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა რეგიონში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„ქვეყანა, სადაც ომი იქნებოდა, არავის არაფერში დასჭირდებოდა“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ეკონომიკური ინტერესები ხშირად გადამწყვეტ ფაქტორად რჩება, ხოლო საქართველოს სტაბილურობა და გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყნის პოზიციებს აძლიერებს.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკონომიკა თითქმის ყველა საკითხს განსაზღვრავს. ამიტომ, დიფ სთეითის ინტერესშია, რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო იყოს ჩვენს რეგიონში სუსტი, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში ევროპის ქვეყნებისთვის რაიმე სარგებელი იქნება ჩვენი ეკონომიკური ჰაბიდან და საქართველოზე გამავალი სატრანზიტო გზებიდან, ამ ფაქტორს გაითვალისწინებენ. ავიღოთ დიდი ბრიტანეთის მაგალითი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ალაპარაკდა და უკვე ორჯერ მოუხსნა სანქციები ნავთობთან დაკავშირებულ მიმართულებებს.

ასევე, ევროკავშირის ბევრმა წევრმა ქვეყანამ უკვე აღადგინა რუსეთთან ურთიერთობები, რადგან ეს მათ საზოგადოებას დასჭირდა. საქართველოს შემთხვევაში განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება ის, რომ ქვეყანა ფეხზე დგას და გეოგრაფიულად მნიშვნელოვან პოზიციაზეა. ეს იქნება ერთ-ერთი განმაპირობებელი მოლაპარაკებებში, რაც ასევე პოლიტიკურ სტაბილურობას მოიტანს. ჩვენ ამას ვამბობდით - ქვეყანა, სადაც ომი იქნებოდა, არავის არაფერში დასჭირდებოდა. დასვამდნენ თავიანთ ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე მიიღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781966283

ახალი ამბები

საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან იტალიაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრად...

დაკავება

1781961410

ახალი ამბები

პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.   „შინაგან საქმეთა სამინისტრ...

პროკურატურა

1781960583

მსოფლიო

ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრო: ირანი მზად არის ომის გასაგრძელებლად, ასევე, მის დასასრულებლად

„ირანი მზად არის როგორც ომის გასაგრძელებლად, ასევე, მისი დასასრულებლად“, - აცხადებს ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ალი ზეინივანდი. მისივე თქმით, თუ ომი გაგრძელდება, ირანი თავის მოწინაა...

ირანი

1781957446

ახალი ამბები

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, არაგვის ხიდზე დაზიანდა ხიდის სავალი ნაწილის ფილა - აღდგენის სამუშაოების გამო, მოძრაობა 4 დღის განმავლობაში დროებით ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება

 საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა ხიდი, თბილისის მიმართულება), დაზიანდა ხიდის სავალი ნაწილის ფილა. აღნიშნულ ინფორმა...

მოძრაობა აიკრძალა

1781955933

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე: ძალიან საინტერესო „კორონაციის“ მოლოდინია - გვირგვინს დაადგამენ ქალბატონ ნანულის, რომელიც მომიტინგეებსა და რადიკალებში თავისი ცნობილი ლობიანებით იხვეჭდა პოპულარობას

 „ძალიან საინტერესო „კორონაციის“ მოლოდინია - გვირგვინს დაადგამენ ქალბატონ ნანულის, რომელიც მომიტინგეებსა და რადიკალებში თავისი ცნობილი ლობიანებით იხვეჭდა პოპულარობას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლე...

გიორგი სოსიაშვილი