ლევან მაჭავარიანი: ეს არის უპატივცემულობა თავად პარტიის მხრიდან ქალბატონი ბოკუჩავასადმი და მისი რეაქციაც ბუნებრივი იყო, ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ლიდერების მიმართაც
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს მმართველ გუნდში აფასებენ.
როგორც პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, ის, რაც მოხდა, უპატივცემულობაა თინა ბოკუჩავას მიმართ თავად პარტიის მხრიდან.
ამასთან, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგადად რადიკალური ოპოზიცია, ურთულეს მდგომარეობაშია.
„რა თქმა უნდა, ეს არის უპატივცემულობა თავად პარტიის მხრიდან ქალბატონი ბოკუჩავასადმი და მისი რეაქციაც ბუნებრივი იყო იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რა თქმა უნდა, პირადი კონსულტაციები უნდა გამართულიყო. თუმცა, აქაც ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ უშუალოდ თავისი ლიდერების მიმართაც.
ბუნებრივია, უკმაყოფილოები იქნებიან. ნანუკა ჟორჟოლიანი ჩვეულებრივი აქტივისტია და ნამდვილად არ გაუხარდებოდათ მისი თავმჯდომარეობა პარტიის დანარჩენ წევრებს. ურთულეს მდგომარეობაშია „ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგადად რადიკალური ოპოზიცია“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
1781960583
მსოფლიოირანის შინაგან საქმეთა სამინისტრო: ირანი მზად არის ომის გასაგრძელებლად, ასევე, მის დასასრულებლად
„ირანი მზად არის როგორც ომის გასაგრძელებლად, ასევე, მისი დასასრულებლად“, - აცხადებს ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ალი ზეინივანდი. მისივე თქმით, თუ ომი გაგრძელდება, ირანი თავის მოწინაა...
1781957446
ახალი ამბებითბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, არაგვის ხიდზე დაზიანდა ხიდის სავალი ნაწილის ფილა - აღდგენის სამუშაოების გამო, მოძრაობა 4 დღის განმავლობაში დროებით ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა ხიდი, თბილისის მიმართულება), დაზიანდა ხიდის სავალი ნაწილის ფილა. აღნიშნულ ინფორმა...
1781955933
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე: ძალიან საინტერესო „კორონაციის“ მოლოდინია - გვირგვინს დაადგამენ ქალბატონ ნანულის, რომელიც მომიტინგეებსა და რადიკალებში თავისი ცნობილი ლობიანებით იხვეჭდა პოპულარობას
„ძალიან საინტერესო „კორონაციის“ მოლოდინია - გვირგვინს დაადგამენ ქალბატონ ნანულის, რომელიც მომიტინგეებსა და რადიკალებში თავისი ცნობილი ლობიანებით იხვეჭდა პოპულარობას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლე...
1781952992
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა. მთავრობის მეთ...
1781951782
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთში განხორციელებული ვიზიტი შეაფასა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში განხორციელებული პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში...































