ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერდათ დაესწრო.
ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნის პრაგმატული პოლიტიკა ეფუძნება სიძლიერეზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომას, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობასა და თითოეული თანამშრომლის როლს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ტურიზმის განვითარების პროცესში.
„ბათუმი არის სრულად მზად საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობით. ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნის სიძლიერეზე, უსაფრთხოებაზე, წარმატებასა და ხვალინდელ დღეზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა.
როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხო ქვეყანაზე, ტურიზმის განვითარებაზე, ცნობადობის ამაღლებასა და პროგრესზე, თითოეული თანამშრომლის როლი არის განსაკუთრებული. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას დაუღალავი შრომისთვის, ერთგულებისა და ქვეყნის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენი ერთიანობა და კოორდინირებული საქმიანობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა გახსნა და ტურისტული სეზონის გახსნისთვის შესაბამისი სტრუქტურების სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა.
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ადგილზე მოეწყო წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაცია, რომელშიც სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.
1781955933
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე: ძალიან საინტერესო „კორონაციის“ მოლოდინია - გვირგვინს დაადგამენ ქალბატონ ნანულის, რომელიც მომიტინგეებსა და რადიკალებში თავისი ცნობილი ლობიანებით იხვეჭდა პოპულარობას
„ძალიან საინტერესო „კორონაციის“ მოლოდინია - გვირგვინს დაადგამენ ქალბატონ ნანულის, რომელიც მომიტინგეებსა და რადიკალებში თავისი ცნობილი ლობიანებით იხვეჭდა პოპულარობას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლე...
1781952992
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა. მთავრობის მეთ...
1781951782
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთში განხორციელებული ვიზიტი შეაფასა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში განხორციელებული პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში...
1781949307
ახალი ამბები21 ივნისს შიო III თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს
2026 წლის 21 ივნისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღასრულებს თბილისის ყო...
1781946800
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარაში ტურისტულ სეზონს სრული მზადყოფნით ხვდება
ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების დამსწრეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და აჭარის ავტონომ...































