საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოდან იტალიაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს.
„იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011-2019 წლებში, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, ძებნილი პირი მონაწილეობდა მიგრანტების უკანონო გადაყვანაში თურქეთისა და საბერძნეთის გავლით იტალიის რესპუბლიკაში. მისი სავარაუდო ფუნქცია მოიცავდა ფულად გზავნილებთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას, მოქალაქეების დანაშაულებრივ დაჯგუფებაში ჩართვას საზღვაო ტრანსპორტის მძღოლებად, მათ მომზადებასა და ნავიგაციასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას.
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული პირის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. 2026 წლის 10 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება ძებნილი პირის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა იტალიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში ექსტრადიციის მიზნით ასევე დაკავებულია ამავე ორგანიზებული დაჯგუფების სხვა ლიდერი და მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.
საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
1781952992
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა. მთავრობის მეთ...
1781951782
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთში განხორციელებული ვიზიტი შეაფასა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში განხორციელებული პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში...
1781949307
ახალი ამბები21 ივნისს შიო III თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს
2026 წლის 21 ივნისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღასრულებს თბილისის ყო...
1781946800
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარაში ტურისტულ სეზონს სრული მზადყოფნით ხვდება
ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების დამსწრეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და აჭარის ავტონომ...
1781944060
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ტაჯიკეთში ვიზიტისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის
„ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები, მათ ფარგლებში ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც გაამყარებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს“, - განაცხადა...































