ირაკლი კობახიძე: სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, კრიტიკას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მაგრამ რაც შეეხება სიძულვილის ფორმებს, როგორიც არის, მაგალითად, შეურაცხყოფა, ამას სჭირდება რეაგირება

სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, კრიტიკას ვერავინ ვერავის ვერ აუკრძალავს, მათ შორის ეს კრიტიკა მძაფრი ფორმითაც შეიძლება, იყოს გამოხატული, მაგრამ რაც შეეხება სიძულვილის ფორმებს, როგორიც არის, მაგალითად, შეურაცხყოფა, რასაც ხშირად ვხედავთ სოცმედიაშიც და სოცმედიის მიღმაც, ამ ყველაფერს სჭირდება რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია პრაქტიკის სწორად დამკვიდრება.

„ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში. თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც. ოპოზიციის წარმომადგენლები იხსენებდნენ ჩვენი გუნდის წარმომადგენლების უხეშ განცხადებებს და რა თქმა უნდა, ეს ასე იყო. მაგრამ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი - იყო პირდაპირი სიძულვილის კამპანიები და არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეში. ისინი იწყებდნენ კამპანიებს და პასუხი მიიღეს. მართლმადიდებელი ეკლესიისგან პასუხს რომ არ იღებდნენ, რატომ აგრძელებდნენ სიძულვილს, რატომ წერდნენ საპატრიარქოსთან, არ მინდა, ეს სიტყვა გავიმეორო და ა.შ. პასუხი იქ ხომ არ მიუღიათ, რატომ ჰქონდათ ეს ცალმხრივი სიძულვილის ნიაღვარი ეკლესიის მიმართ, აქაც ხომ პასუხი არ იყო. როცა პოლიტიკაში ხარ, ბუნებრივია, პასუხსაც მიიღებ. ეს პრობლემაა, რადგან როდესაც ვიღაცა თავს გახვევს სიძულვილს, მერე შენც იძულებული ხარ, უპასუხო და ამით იქმნება ჩაკეტილი წრე, რაც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს პოლიტიკაში. ამისგან უნდა გავთავისუფლდეთ. ამისათვის მიდგომა უნდა იყოს ამ შემთხვევაშიც, არაცალმხრივი. წესები კანონმდებლობით უკვე დადგენილია - რა არ შეიძლება და რა სანქციები აქვს დაწესებული ამ დარღვევებს, ეს არის კანონმდებლობით დადგენილი. უბრალოდ, აქამდე არ არსებობდა აღსრულების კონკრეტული მექანიზმი და კონკრეტული ინსტიტუციური მექანიზმი შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში. უკვე ჩნდება აღსრულების ბერკეტი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ თანდათანობით თავს დავაღწევთ სიძულვილის ჩაკეტილ წრეს. ამაზე ძალიან ნერვიულობენ, რადგან მათთვის სიძულვილი და სიცრუე არის მთავარი იარაღი პოლიტიკაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რა პროპორციითაც დაარღვევენ მხარეები კანონმდებლობას, იმ პროპორციით უნდა დადგეს შედეგები.

„სწორი პრაქტიკის დამკვიდრება არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კამპანიებს, თქვენ შეიძლება, გაიხსენოთ კონკრეტული განცხადებები ჩვენი გუნდის წარმომადგენლების და ა.შ. მაგრამ რაც შეეხება იმათ მხარეს, გახსოვთ, რომ კონკრეტული სიმღერები „დაწერეს“ დედის გინებით. ამას ტირაჟირებდნენ ისინი მასობრივად და კოლექტიურად. ამას ტირაჟირებდნენ სიხარულით მათი ტელევიზიები, მათი პარტიები, მათი „ენჯეოები“. მათ უხაროდათ და ამის ტირაჟირება ხდებოდა სისტემურად. თქვენ გიხილავთ ასეთი რამ მმართველი გუნდის და ხელისუფლების მხრიდან? სამარცხვინოა, რასაც ისინი აკეთებდნენ. სხვა მაგალითები გვაქვს, სადაც მათ პასუხს არ სცემდნენ. კონკრეტულად მართლმადიდებელი ეკლესიის მაგალითზე ვსაუბრობ. პასუხს არ სცემდნენ, მაგრამ არ წყდებოდა სიძულვილის ნიაღვარი მართლმადიდებელი ეკლესიის, სასულიერო პირების, პატრიარქის, საპატრიარქოს მიმართ, ზოგადად ინსტიტუტის მიმართ. კარგად ხედავს საზოგადოება იმას, თუ საიდან მოდის სიძულვილის ეს ნიაღვარი. მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც მერე მიაწებეს რუსული კანონის იარლიყი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ სწორედ ამ ევროპული ფულით და მაშინდელი ამერიკული ადმინისტრაციის ფულით, USAID-ის, NED-ის, EED-ის და ამ ორგანიზაციების ფულით ფინანსდებოდა სიძულვილის კამპანიები საქართველოში. ხელისუფლების, ინსტიტუტების, მართლმადიდებელი ინსტიტუტების მიმართ, ფინანსდებოდა იმ სამარცხვინო ფულით, რომლის წინააღმდეგაც იქნა მიღებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რასაც უწოდეს რუსული კანონი. ამაზე ქართული კანონი წლებია, ჩვენ არ მიგვიღია. რეალურად თუ შემცირდა პოლარიზაციის ხარისხი, თუ დასტაბილურდა უფრო მეტად ჩვენი ქვეყანა, ამაში ერთ-ერთი უმთავრესი წვლილი მიუძღვის სწორედ გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779308362

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არსად გვითქვამს, რომ მარტო ჩვენ ვართ ევროპელები, ასეთი აბსურდი შეიძლება ახასიათებდეს გერმანიის ელჩს, მაგრამ აბსურდული განცხადებები ჩვენ არ გვახასიათებს

ჩვენთვის ბატონი ფიშერი არ არის ევროპელი, ღირებულებითი თვალსაზრისით, არც ბატონი ჰერჩინსკი არ არის ჩვენთვის ევროპელი, ღირებულებითი თვალსაზრისით, გეოგრაფიულად ისინი მიეკუთვნებიან ევროპას, მაგრამ ღირებულე...

ირაკლი კობახიძე

1779308313

ახალი ამბები

პრემიერი: ე.წ. პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას ექსპორტზე აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული უკიდურესად პროევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად და ამ დროს საქართველო არის ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანა

ჩვენ გველაპარაკებოდნენ სანქციების გვერდის ავლაზე, რაც ბუნებაში არ ყოფილა და ამ დროს, ე.წ. პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული უკიდურე...

ირაკლი კობახიძე

1779306268

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით“, ოპოზიციას ტექსტების განმარტებაზე არ ჰყოფნის ინტელექტი

პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ, გვაწუხებს ერთადერთი რამ, რაც ხდება ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკ...

ირაკლი კობახიძე

1779306142

ახალი ამბები

პრემიერი: დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები

თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოში მომხდართან დაკავშირებით, როდესაც მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს იმას, რაც ხდებოდა და ამ დროს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი „მშვიდობიანი“ იყო ის შეკ...

ირაკლი კობახიძე

1779306094

ახალი ამბები

პრემიერი: ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს, ჩვენ გვინდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა

ევროკავშირი თუ ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში საერთოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის...

 ირაკლი კობახიძე